პოეზია · ლირიკა
ნუკრიების სახლი
ქალის სანახავად მიმავალმა ნუკრიმ, გზაში, ერთი ამბავი ატეხა: როგორ თუ სახელი დამიმალეთო!ღონიერ მუშტებს იქნევს, ძლივს აკავებენ.- გამამასხარავოთ გინდათ და თავი მომჭრათ სოფელ-ქვეყანაში?! - არ ცხრება.- რა უჭირს შე კაი კაცო, ფერი ფერსაო, მადლი ღმერთსაო, თქმულა. შენც - ნუკრი, ისიც - ნუკრი... - ამშვიდებენ.ქალიც ღონიერი და ფერ-ხორციანი გამოდგა. თვალში მოუვიდა სასიძოს.ორი ვაჟი ეყოლათ ნუკრის და ნუკრის. ისინიც დევებივით მხარ-ბეჭიანები. ერთ ვაჟს გოგო შეეძინა, მეორეს - ბიჭი.- გოგოს და ბიჭს ერთი სახელი გქვიათო, მეზობლის პატარა ბიჭმა დასცინა ბიძაშვილებს.- არაფერიც! - შუბლი შეიკრა თავის ასაკისთვის ზედმეტად ზორბა ბიჭმა. - მე პაპას სახელი მქვია, ამას - ბებოსი.- ნუკრიიიი!.. - როგორც კი ჭიშკართან დაიძახებენ, ფანჯრებიანი მხარისკენ ოდნავ შესამჩნევად იზნიქება ნუკრიების სახლი.