პოეზია · ლირიკა
თაღლითი
სკვერში ცალად იჯდა ესმა. ალერსით გაბრუებულ წყვილებს ათვალიერებდა.,,უშნო და უბედური ვარ, - გაიფიქრა. - სახელიც ისეთი მქვია, მოფერებითს ვერ მოუძებნი.”- შეიძლება თქვენს გვერდით ჩამოვჯდე? _ გაუღიმა სიმპათიური უცნობმა.- დდდიიიახ... - ენა დაება ესმას.ჩამოჯდა... ისაუბრეს...ბიჭი აღფრთოვანებული ჩანდა, ესმა - გაოგნებული. თურმე, სულაც არაა უშნო.მეტყველი თვალები, ლამაზი თმა და კარგი იუმორი ჰქონია.დაიფიცე, რომ ხვალაც შემხვდებიო, - ბიჭმა.გეფიცებიო. - ესმამ.რომ მომატყუოო?!.. - ბიჭმა. - შენი ბეჭედი დამიტოვე. მშვიდად ვიქნები, მეცოდინება, რომ ბეჭდის დასაბრუნებლად მაინც მოხვალო.აჰაო. - ამან.მეორე დღეს ბიჭი არ მივიდა. ნამდვილად რაღაც შეემთხვაო, აფორიაქდა ესმა.,,ვიში პრობა ოქროა. მალადეც!” - იუველირმა ფული ჩაუთვალა.კმაყოფილმა ბიჭმა საქმიანად გადაშალა ბლოკნოტი და ჩანიშნული, პლიუსდაუსმელი სკვერების სიას ჩახედა...