↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თამუნია წერეთელს

ტაბიძე ტიციან

2026-07-181 წთ საკითხავი10765 ნახვა

—
რა დამავიწყებს ამ შავ გაზაფხულს,ბედი უბედურს სხვას რაღას უზამს,ვსტირი სიცოცხლით კუბოს დამარხულს,გაუხარებელ დაფლეთილ მუზას.
რა საჭიროა კითხვა-პასუხი,ეს უმისოდაც გახდა აშკარა,არ იყო ბედი არასდროს უხვი,მოდენის ნაღველს ეხლა ლაშქარად.
ნუღარ მეტყვიან ”მოდი, ნახეო“,უნახავადაც ეს მჯერა ერთ წამს,გულის მაგიერ გული არ მოვა,არ მოებმება არც ფეხი ლერწამს.
სხვები მოვლენ და სხვები ნახავენამ ჯოჯოხეთის ავარდნილ ალმურს,მე არ მინდოდა სხვა სიხარული,ჩემთვის ლერწმიდან სჭრიან სალამურს.
მაწუხებს მხოლოდ, ვერ მოვასწარითავის დროს შენთვის მეთქვა, მეამბო,თუ როგორ არის დაუვიწყარისხვა პოეტებში უფეხო რემბო.
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი