↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უჩვეულო ღამე

გაბროშვილი თამარ

2026-07-181 წთ საკითხავი5547 ნახვა

—
თვალებში მწვანეშუქი აინთოდა შემოხვედი დაუბრკოლებლად.ჩამოწინწკლული დაგიხვდა მთვარეათასფერადი სტალაქტიტებით.იდუმალების მყუდროებასვერ დაუჩუმდიდა გულისძგერითყინულეთი აახმიანე...თბილად დაეშვასევდის მუსიკადა აფრიალდანაკუწები სიმარტოვისა...აქ ქაღალდები არაფერს ნიშნავს,აქ ცის ნამებზე წერენ განაჩენს,აქ, ლექსის ღრუბლად გადაფარებულს,სულს გიბერავენ ანგელოსები.ჩუმად, ჰო, ჩუმადეფერები დაღალულ მზერას,შენს შემოსვლამდე რომ შეიძლოციაგ-ნათება...აწ, თვალდახუჭულს,დაბრმავებამდე ცოტა აკლიადა უსაშველოდ გრძელი ამბორითგამოისყიდი დაგვიანებას.თუკი მომკლავენ, გამომაცოცხლეღამის ჩურჩულად და აღსარებად.დამაწყე შუბლზე ხელისგულები,ნუ დაინანებ ცეცხლსა და ლოცვას;მთვარეულივით მიმავალ დღეებსბედნიერება თუ ესიზმრებათ,ნუ, ნუ წაართმევხილვას და თრთოლვას,ისე, უბრალოდ, შეეზიარე,როგორც მტრედებიუძირო ზეცასდა ყვავილებიმიწის ოხშივარს...თვალებში ხალებს ვარსკვლავებადდამინთებ ახლადა ყველაფერიუჩვეულოდ აციმციმდება:ჩაიმუხლება ქალბატონიშენს სასთუმალთანდა სიყვარულისუსასრულოზღაპრად იქცევა.
გაბროშვილი თამარ

გაბროშვილი თამარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი