პოეზია · ლირიკა
ვარდების გადაფრენა
აივნიდან გადავაფრინეშენი სახლის წინ მოწყვეტილითეთრი ვარდი...ვეღარ გავუძელხსოვნის სიფრიფანა სიმბოლოს,ყოველცისმარესიმშვიდეს რომ მიკაწრავდა...მაგრამ რა ვუყო იმ წითელ ვარდს,გულში რომ ჰყვავის,ის როგორღა მოვაცილოგულის თვალს?როგორ განვდევნო ჩემი სამოთხიდანშენი სურნელი?!