პოეზია · ლირიკა
IX განზომილება
ნუ გამიწყრები, თუ აღმაფრენასმსურს მივაწიო შენი სახელი,რადგან უიღბლოდ შობილი გრძნობასულაც არა ჰგავს ცოდვას გამხელილს.სულ სხვა სამყაროს ფერად მაქციე,შენთან უშენოდ ყოფნას დავჯერდი,ასე, უბრალოდ დავიმსახურეჩემი ცხოვრების ჯილდოც, სასჯელიც.თუ დამანახვე ამ ზეცის იქითციცქნა კუნძული, ჩანჩქერიანი,მაინც აგვიყვანს ბოლოს მე და შენიქ ბედისწერის ბორბლის ტრიალი,სად სანუგეშო ცხოვრების წამიითვლის უთვალავ საუკუნეებსდა სენად შეგყრის თვით სულზე უტკბესს _სიყვარულს, მარად განუკურნებელს.უცხო ფრინველნი გალობენ ირგვლივდა შენ იდუმალ მიმღერი სოლოსდა იმ სიცოცხლეს, რომ მაზიარებ,ვგრძნობ, არასოდეს ექნება ბოლო.