პოეზია · ლირიკა
ნატვრა
აკაკი წერეთელი 1840–1915
ასრულდა თითქმის, რასაც ვნატრობდითჩვენ ამ ნახევარ საუკუნეშიდა, როგორც სვიმონ მოხუცებულსა,მეც მომეფინა, მოხუცს, ნუგეში.გამოიღვიძა ხალხმა მძინარმა,რომ მოიპოვოს თავისუფლებასიტყვის, მწერლობის, კრება-ერთობისდა აასრულოს საერთო ნება!..გუშინ არ იყო, რომ აკრძალულიძალმომრეობით გვქონდა ეს ყველა?ბიუროკრატი, როგორც რომ ჩრჩილი,კაცურ ღირსებას ღრღნიდა ნელ-ნელა!მადლობა უფალს! მოვიდა წარღვნა,რომ წაილეკოს უსამართლობადა დაემკვიდროს ამიერიდან“შვება”, “თანხმობა”, “ძმობა”, “ერთობა”!შრომა ხალხისა, შეერთებულიძალთა-ძალია სტიქიონური,ვერ შეაჩერებს მას ვერაფერი,გინდა ბრძანებაც იყოს მეფური!…ახლა კი სწორედ შემიძლია ვთქვა:თუმცა გავლიე ცხოვრების გზანი,მაგრამ ნუგეშად მიმყვება მე თანდიდი იმედი, კარგი ნიშანი!…ეს არის მხოლოდ პირველი ბიჯიდა თან მოჰყვება მას სიარული!შვილების პირველ ფეხის ადგმაზემისი მშობელი არს მხიარული.ესეც პირველი ნაბიჯი არის,ჩვენის ხალხისგან დღეს გადადგმული.ჯერ იბარბაცოს!… რომ გამაგრდება,მაშინ წინ წავა გამხნევებული.ადრეც მეჯერა და ახლაცა მწამს:სიტყვა თესლია, საქმე - ნაყოფი!თუ არ ხანგრძლივის მოვლა-წამლობით,არ იკურნება ხომ ავადმყოფი?!ბედმა გვარგუნა ჩვენ ხვნა და თესვა,რაც კი მოითხოვს ხანდახან გასვრას!თქვენ მომკლები ხართ! ხელს თუ გაიჭრით,ნუ ერიდებით ცოტა სისხლის ღვრას!თუმცა მოვხუცდი, არ შემიძლიადავატრიალო თქვენებრ ნამგალი,მაგრამ მაინც კი გადაბმული ვარდა თქვენ შეგყურებთ სიამით თვალი!აბა, “ჰოპუნა” დააგუგუნეთპურის სამკალად, ეკლის საჭრელად,და მეც შორიდან ბანს გეტყვით ყველასსიამოვნებით, უკანასკნელად!
1905 წ.