↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პატარა მურია

აკაკი წერეთელი 1840–1915

2026-07-181 წთ საკითხავი7497 ნახვა

—
რას წუწკუნებს ის პატარა მურია?ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია?ვისი არის და ან სადაურია?ქუცი, ქუცი! კუდქიცინა მურია!რომ არ მოდის?!. თითქოს უმადურია!რა ყოფილა, ხედავთ, ბრიყვი მურია?!კიდეც რომ ჰყეფს?!. რაღაც უცნაურია!თათი, თათი, სალახანავ მურია!მისი ყეფა მხოლოდ მარტო შურია...ვის აშინებს სასაცილო მურია?!მაგის ხერხი - ერთი ლუკმა პურია:გადაუგდებ, გაჩუმდება მურია.ვინც გააძღებს, მისი შინაურია,იმას ჰმონებს და კუდს უქნევს მურიაან კი რა ქნას? ბუნებით უძლურია!ქუცი, ქუცი! საცოდავო მურია!..ლაქუცაა კუდქიცინა მურია,თუ არ ჰშია და ან არცა სწყურია.
1888 წ.
აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი