↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნათელა (პოემა)

აკაკი წერეთელი 1840–1915

2026-07-1830 წთ საკითხავი7506 ნახვა

—
სარჩევი 7
  1. თავი II
  2. თავი III
  3. თავი IV
  4. თავი II
  5. თავი III
  6. თავი IV
  7. თავი V
ძველებური ამბავი
შესავალი
ამაღლდით, გრძნობავ, გონებავ!..ასცილდით მზე და მთვარესა!..შეუკავშირდით ვარსკვლავებს,მოციმციმ-მოელვარესა!შეიტყვეთ საიდუმლობაზეციურ ტკბილი ხმებისადა შეისწავლეთ კანონიიმათი შეთანხმებისა!მე მაშინ მხოლოდ გავბედავ,ხელი შევახო ჩანგურსადა მწარე ზარი ამ ქვეყნისშევრთო იმ ქვეყნის ზევსურსა,რომ მეც გალობით, გედივით,დავაგდო ქვეყნის საზღვარი,ჩავდნე ჩემსავე ჰანგებშიდა გავქრე, როგორც ლამპარი…დიახ, მსურს დავდნე და გავქრე,რომ მას მოვფინო ნათელი!…ნათელა არის იმისი,ვისაც მე ვამბობ, სახელი.
ნაწილი პირველი
თავი I
ერთხელ თურმე მზე და მთვარესმოუვიდათ ჩხუბი დიდი:გაშორდენ და შემაერთიჩაინგრიეს გზა და ხიდი.შუა ჩადგა გველეშაპი,დრო იხელთა, ჩაეპარა…აღარც მზე სჩანს, აღარც მთვარე…ორივ ერთად მიეფარა.დადგა ბნელი საზარელიდრო, მხეცების სანავარდი!…მზის სხივების ვეღარ მჭვრეტი,გახმა ია, დასჭკნა ვარდი!…სწორედ ამ დროს, სიბნელის დროს,მოევლინა ქართველს ჭირი!…აღარც ძმობა, აღარც ყმობა,აღარც სიტყვა, აღარც პირი!..ერთი ძუძუთ გამოზრდილი,ერთი დედის ორი შვილი,ერთს ჭირსა და ერთსვე ლხინშიშეთანხმებულ-გამოცდილი,ამერი და იმერეთიაირია, აიშალა!…და ორივეს ჩამოაკლდასიმტკიცე და ძველი ძალა.ეს უნდოდათ მონგოლებსაც!გაიხარეს გულით დიდად,შუა ჩადგენ და ძმებ შუაშური გასდვეს გზა და ხიდად.გაეგონათ, ქართველებიპირდაპირად ვერვინ სძლია,და იმათი დამჩაგვრელიმხოლოდ სულის სიმდაბლეა!…გზას დაადგენ ცბიერების,ხალხსა ჰრყვნიდენ მრავალგვარად,სიცრუე და ორპირობახელთ ეჭირათ ხმლად და ფარად.სიმართლეს და კარგ კაცობასაღარ ჰქონდა გასავალიდა სდევნიდენ კაცურ კაცებს,არ ჰქონოდათ, გინდა, ბრალი.ჩამოაგდეს ქვეყანაშისიღარიბე, სიღატაკე;მთა და ბარი გაასწორეს,შეაერთეს ზღვა და ვაკე.დღეს-ხვალობით შელახული,დაიჩაგრა, გატყდა ერი:შიგადაშიგ გამოუჩნდაძმას მისივე მოძმე მტერი!…მამა-პაპის წაღმა ხნულიშვილიშვილთა დაღმა ფარცხეს.და ამერეთ-იმერეთმაცერთმანეთი დაამარცხეს.ძველი ქება და დიდებადაჭკნა უცბად, როგორც მდელო:ადრინდელის ჩრდილი იყოდაჩაგრული საქართველო!…ყოველი მხრით გაისმოდასულთაბრძოლის “ვაი” - “ვიში”!..და დაცემულ ქართველობისაღარ ჰქონდათ მის მტრებს შიში!..ეგონათ თუ ქართლის ბედისაუკუნოდ მიეფარადა მომავალ სიცოცხლესაცშავი მიწა მიეყარა!…რა იცოდენ, რომ მის წილხვედრსდედა ღვთისა არ სწირავდადა ტანჯვაში გამობრძმედილსმომავლისთვის იფარავდა!ზოგჯერ კერა ჩამქრალია,ცივი ნაცრის გარე პირი…და უსითბო, უსიცოცხლოზედ აყრია მას ნახშირი!მაგრამ, თურმე, შუა-გულშისძინავს ობოლ ნაკვერცხალსადა ინახავს მერმისისთვისჩვეულებრივ ნათელ ძალსა!ქვეყნის კერაც ასეთია:გინდ დახუჭოს მტრულად თვალი,იმის გულში მაინც ღვივისდაფარული ნაპერწკალი!…

თავი II

ცაში ვარსკვლავი ვარსკვლავზეღვთისაგან დანათესია,მაგრამ იმათში ყველაზეშუქურა უკეთესია!…ბევრია საქართველოშიპირთამზე, მზეთუნახავი;მაგრამ, “ნათელას” რომ სჯობდეს,არავინ არის მნახავი.ტანადობა აქვს ალვის ხისდა თვალადობა მთვარისა,ღიმილი - ცისკრის ვარსკვლავისსხივოსან-მოელვარისა.ვარდს მიუძღვნია ელფერი,სინაზე - ტურფა იასა;ზედ შუქი მოუფენიასამოთხის კარსა ღიასა.ცისფერი მისი თვალებისამოთხის ჩამსახველია!კოჭებამდე სცემს ხუჭუჭი,შავი, უკუნი, ბნელია!…ქალია ქველი წერეთლის,პატრონი “მოდინახისა”,უნებლიეთად დამგებისასიყვარულო მახისა!აღარც დედა ჰყავს, არც მამა,ობლობით განაზარდია…ცით მოწყვეტილი ვარსკვლავი,ედემში რგული ვარდია!სადაც კი საქართველოშიგანთქმული მეომარია, -თვალი იმისკენ უჭირავს,ნათელას მაძებარია.მაგრამ ნათელას პასუხისაერთოდ გადაჭრილია:“ჯერ ჩემი გული ყველასთვის,როგორც სამარე, გრილია!“და ვერაფერი გაათბობს,თუ არ სხვაგვარი გმირობა!საცოლოდ იმან მიგულოს,ვინც შეასრულოს პირობა:“მე ერთი ჩოხა შევკერე,თეთრი რამ… მშვენიერია!წელში ვიწროა, წერწეტი,ბეჭებში განიერია.“არსად ეტყობა ნაკერი,ძაფები დაკარგულია.და ოქრო-მკედით ნაჭედი,სახეებ-მოქარგულია.“შვიდი მტკაველი სიგრძე აქვს,და შესაფერი განია!…ოქროს ღილები შემიბამს,ცრემლებით გამიბანია.“ვისაც ის ტანზე მოუვა,იმან ჩაიცვას, სხვამ არა!…მაგრამ სხვაც არის პირობა,ეს ერთი მარტო არ კმარა:“წავიდეს, მტრებში იომოს,გვიჩვენოს ძალა მკლავისა,წითლად შეჰღებოს საპირეამ ჩემი ნახელავისა!…“ნახოს სახელი მისთანა,რომ არ ენახოთ არც ძველად:ასოცი თავი მომართვასჩემი სარების სარქველად;რომ შემოევლოს მესერადამ ჩემ დიდ ციხე-დარბაზსა…და მაშინ მხოლოდ ეს გულიგათბება… დასდებს მას ფასსა!”ყოველი კუთხით გაისმაეს უცნაური პირობა!ყველას უნდოდა ესინჯა…გამოეცადა გმირობა.მთლად მოეხიბლა ქვეყანანათელას ციურ სახესა:გუნდად და გუნდად მოატყდენგმირები მოდინახესა!…სინჯვენ… არ ერგო ის ჩოხაარავის ტანადობასა!…ეთხოვებიან ნათელასდა სჯერდებიან დობასა.დღე დღეზე მიდის, თვე - თვეზე,გარბიან წელიწადები!და ფრთებს იკვეცავს სურვილი,ნათელას გულში ნადები:“ვაი, თუ ცუდად ვკარგავდეჭაბუკ დროს, სანეტაროსა,და ჩემმა გიჟმა ოცნებამამაოდ ჩამიაროსა?”

თავი III

მაღლიდან გადმომდგარიყომზეთუნახავი ნათელა;სარკმელში იყურებოდა,გული უცემდა ნელ-ნელა.სევდა რამ შემოსწოლოდაშავი ფიქრებით მღელვარეს;შეეკრა ტევრი წარბები,სახეს ჩრდილავდა ელვარეს.ხან ფიქრით გატაცებულიშორს აშტერებდა თვალებსა.ხან ისევ გონზე მოსულიგადაჰყურებდა ჭალებსა.ყვირილა ადიდებულიმოიკლაკვნოდა ღრიალით,რეტი ესხმოდა ჭალებშიაქეთ და იქით ტრიალით!ხიდი წახვეტა, რაც იყო,შეჰკრა გზა გაღმა-გამოღმის!…დიდზე უწევდა მუქარამისი მყვირალა ცივი ხმის.ანაზდად შორით გამოჩნდამხედარი თეთრი ცხენითა,მოაგელვებდა მერანსა,თითქოს მოჰყავდა ფრენითა.მოადგა. ხიდი არ დახვდა,ცხენი მოაგდო კიდესა!დეზი ჰკრა, წყალში გადუშვა,ისველებს ჩაფხუტ-რიდესა.გამოეხვიენ ტალღებშიცხენი და კაცი, ორივე!…ღმერთზე ჰკიდია მათი ხსნა,საეჭვო არის მათი სვე!თვალი მოავლო ნათელამ,იკივლა: “იღუპებაო!…და შველაც ხორცშესხმულისგანიმათი არ ეგებაო!”…დაღუპვას რომ არ უყუროს,თვალთ მიიფარა ხელები!…მაგრამ გასცურა მხედარმა,გადააჭენა ველები;შეუდგა აღმართს!.. გულდაგულმიადგა მოდინახესა!…სარკმელს შეჰყურებს მღელვარე,ეძებს სასურველ სახესა.არავინა სჩანს… ხორციელსვერავის ჰხედავს ის თვალით!…მხოლოდ მაღლიდან დაეშვაიმის წინ ჩოხა ფრიალით.აიღო ხელში, გასინჯა,ჩაიცვა, - ერგო კიდეცა!…გაიორკეცა სურვილი,მისთვის გაიხსნა კიდე-ცა!..კოცნა შესტყორცნა სარკმლისკენ,მოახტა მარდად თეთრასა!..და, რომელ გზითაც მოვიდა,დაადგა ისევ იმ გზასა!არ სთქვა: ვინ იყო? რა გვარი?საიდან იყო მოსული?…წავიდა და თან წაიღონათელას გული და სული.

თავი IV

ერთი ხანია - ნათელასძღვნად მოსდის ოქროს კავებიდა ზედაც ჩამოხირხლულისამშობლოს მტრების თავები.არავინ იცის, ვინ გზავნის?ვის მოაქვს ციხის კარზედა?დღითიდღე თავებს აგებენსარქველად გამხმარ სარზედა.ერთი აკლია ასოცსა!იმასაც ელის ნათელა…მაგრამ დრო გადის, არ მოაქვთ,არ იქნა… არა ეშველა.ფიქრში ჩავარდა ლამაზი:“ვაი თუ მოჰკლეს გმირიო?!მაშინ დაბნელდეს ჩემთვის ცა,ჩაინგრეს ქვეყნის პირიო!…წარმოიდგინა ავი რამ,ოცნებით დართო ჭირი ჭირს;თმა გაიშალა, ძირს დაჯდადა აღარც იკრავს გულისპირს.არ იხედება სარკმელში,აღარ ადევნებს მგზავრს თვალსა!ისე იქცევა, როგორც-კიშეჰფერის ჭირისუფალსა.თმაგაშლილს შავი სამოსიუმატებს ელვარებასა.რა შეედრება ქვეყნად მისგულ-მკერდის მღელვარებასა?!შევიდა მასთან გამდელი,მისი საყვარელ-რჩეული;მიუალერსა გაზრდილსადა სიტყვა ჰკადრა ჩვეული:“ბატონიშვილო, ვისა ჰგლოვ?რათ ემონები ოცნებას?!ლოცვა-ვედრება შეჰფერისდა არ ყვედრება ღვთის ნებას!“ეგებ არ იყოს ის მკვდარი…შენ კი იგლოვდე ცოცხალსა,ცეცხლს იკიდებდე უჯეროდდა ზედ ასხამდე ცხელ წყალსა!…“ადე, ნუ ზიხარ! ჩაიცვი,მოირთე სამკაულითა…და, ვინც გსურს, იმის სიცოცხლეღმერთს შეავედრე გულითა”.დასთანხმდა ქალი, წამოდგა,მიჰმართა დედაღვთისასა:სთხოვდა მას შუამდგომლობასდა შემწეობას ძისასა!გათენდა დილა საამო,ქვეყანამ გამოიღვიძა:ცა დედამიწას დაჰხარისდა ცას შეჰნატრის ძირს მიწა.კაცი, პირუტყვი, მცენარემზეს მოელიან საამურს,ბულბული ჩანგურს უმზადებსდა შაშვი უკრავს სალამურს.ტოროლა მაღლა ჰაერშიზარს აწკარუნებს რიკრიკით,ჩაუქროლ-ჩამოუქროლებსმერცხალი ტკბილი ჭიკჭიკით!ქვეყანა აღტაცებულიუგალობს ქებათ-ქებასადა ყვავილები სამსხვერპლოდუკმევენ სურნელებასა!…არ სძინავს არცა ნათელას:ხატის წინ მუხლმოყრილია,ცრემლსა ღვრის სავედრებელსა,მით სასოება ტკბილია!…უცბად გაიღო კარები,მსახურმა ფეხი შემოდგა;არ მოელოდა მლოცველი,შეკრთა და ზეზე წამოდგა.უბრძანა: “კადნიერებაეგ შენი მეუცხოება;მაგრამ შლეგი ხარ, უზრდელი,ბევრი რამ მოგეთხოვება?!“უდროვოდ, განა არ იცი,ჩემთან არავის უვლია?!…ნება აქვს მხოლოდ ერთს გამდელსდა ისიც მოკრძალულია”.- ჩემო ხელმწიფევ, ნუ მრისხავ!არა გხლებივარ ნებითა:შეგვემთხვა უჩვეულო რამ,გიახელ იძულებითა.კარზე მოგვადგა მხედარი,არ ამბობს, თუ ვინ გვაწვია;წითელ ცხენზე ზის და ტანზეჩოხაც წითელი აცვია.პირდაპირ მოდის უშიშრად,არც არავისი ჰრცხვენია!…კალთაში გამოხვეულიმოაქვს რაღაცა!… ძღვენია!ნახვა სურს, სული მიუდის!ამბობს: “მაჩვენეთ ჩქარაო!ვარ კარგი მახარობელიდა არა მეტიჩარაო”.გულმა უმთხრობლა ნათელას,ვინც იყო მისი სტუმარი!ბრძანა და გააღებინამაგარი ციხის მან კარი.შინ შემოვიდა სტუმარი,მის ნახვას არრა სჯობია!ედემში ზრდილი ალვისხესამოთხის შენამკობია!ჯერ თაყვანი სცა მასპინძელს,მუხლები მოიყარა მან…ვერ გამოჩნდება იმასთანზღაპრული გმირი ყარამან!…ჰკადრა: “მოვსულვარ თქვენი ტყვე,პირობის შემსრულებელი!თქვენის სხივის და ჯავარისშეფრქვევით მადიდებელი.“უბრძანეთ, ცხენი გაბანონ,ჩოხაც გარეცხონ თბილ წყლითა.ცხენიც თეთრია, ჩოხაცა,შეღებილია სისხლითა!“და აწ, მიიღეთ ჩემგან ძღვნადვით პირის სანახავიო,ქვეყნის მტრისა და ორგულისეს მეასოცე თავიო!”გაჰმსჭვალა ვაჟის სიკეთემ,შეკრთა წერეთლის ასული!მადლობის გადასახდელადძლივს მოიბრუნა მან სული!“კურთხეულ იყოს” - წყნარად სთქვა -“შენი აქ მობრძანებაო!თვალით გიყურებ, არ მჯერა…მგონიხარ მოჩვენებაო.“თუ ღვთით ხარ მოვლინებულიცხადი რამ, ხორციელიო,ვინ ხარ და სიდან მოსულხარ?მითხარი! პასუხს ველიო!”…ყრმამან მიუგო: “მაგისიძნელი არ არის ცოდნაო:მთავრის შვილი ვარ, მთავარი,დადიანი ვარ ცოტნაო!”…ქალმა სთქვა: “ცოტნეს სახელიგამიგონია მეცაო.კურთხეულ იყოს მარადისჩვენი შემყრელი ზეცაო!”ხელი ხელს მისცეს, გული გულს,თვალი თვალს გაუყარესა,და გაიმართა ნადიმიყველგან საჩხერის მხარესა.
ნაწილი მეორე
თავი I
იქ, სადაც ხოპის ნაპირზედღეს ძველი მონასტერია,მთავრის სასახლე ყოფილა,მიდამოც დიდი სჭერია.იმისი კოშკი მაღალიუჭვრეტდა ოთხსავ მხარესა;მახლობლად თავზე ივლებდადღისით მზეს, ღამით მთვარესა.მისჩერებოდა იალბუზს,გადაჰყურებდა შავ ზღვასა,შეფერადებულ ჭალებსა,სანახავს სხვასა და სხვასა!არცერთი კუთხით მომსვლელიმტერი არ გაუცდებოდა:მისი პატრონის მხარ-მკლავიშორით შორამდე სწვდებოდა!ის იყო ცოტნეს სადგური,იქ მიიყვანა ნათელა!და მიიწვია ქორწილშიმან ქვეშევრდომი სუყველა.შემოკრბენ აფხაზ-მეგრელნი,სვანებთან ერთად ჭანები;ქართლ-კახეთ-სამესხეთოდანმეგობარ თვისიანები.ააგეს ფანჩატურები,საჯდომი ბევრ ათასისა;ქვეშ ორხოები დაფინეს,დაუდებელი ფასისა.თავში დაბრძანდა მთავარიდა გვერდით დედოფალია;სხვები ჩამწკრივდენ რიგ-რიგად,როგორც წესი და ვალია.გახურდა ლხინი ჩვეულებრ,შეიქნა ყანწის ტრიალი!..ხელიდან ხელში გადადისთას-აზარფეშა-ფიალი!…და ვინც ბევრს არ ჰსვამს, შიგდაშიგარაკრაკებენ “კულითა!”…გაჩნდა ღიღინი, გალობა,სიმღერა კრიმანჭულითა.იქ ისმის “დილა-ოდილა”,“კაბდური”, “თინა-თინაო!” -აქ “შადი”, “მრავალჟამიერ”,“მზემ სხივი მოგვაფინაო!”გამხიარულდა ერთგვარადსუყველა, დიდი, პატარა,მაგრამ დედოფლის სახეს-კიღრუბელი გადაეფარა!შეწუხდა ცოტნე და უთხრა:“აგრე რათ მოიწყინეო?მასპინძელი ხარ, ხომ იცი,რიგია, მოილხინეო!“თუ საწერეთლოს დათმობამშენ მაგრე შეგაწუხაო,სჩანს, ზეცა გამრისხებიადა რისხვით გადმომქუხაო!”…მზე რომ ჭიატობს წვიმის დროს,ამბობენ: “მზე პირს იბანსო,და ცისარტყელა შვიდფერიმას მხარს უმშვენებს და განსო”.იმას მოჰგავდა ნათელასთვალცრემლიანი ღიმილიდა ანგელოზის გალობას -მისი პასუხი ხმატკბილი:“ჩემო ხელმწიფევ! შენთან მყოფს,მომაგონდება მე ვინა?მაგრამ სხვა რამემ შორიდანსაგრძნობლად გულზე მიკბინა!“ვეღარ მოვისმენ გულგრილად“შადსა” და “მრავალჟამიერს”,სანამდე საქართველოშიბატონად ვხედავ ქვეყნის მტერს.“თვალწინ მეხატვის ერთი რამ,ისა მკლავს და ის მაღონებს:ლიხს იქით მოძმე ქართველიყმად გაუხდიათ მანგოლებს!“დღეს აქ ლხინი გვაქვს საერთოყანწ-აზარფეშის ტრიალი;იქ კვნესა ისმის დაჭრილთადა ქვრივ-ობლების ღრიალი!“ხომ ხედავ ამდენ ვაჟკაცებს,გმირთაგმირს, ლომთალომებსა?ცოდვა არ არის ესენიერიდებოდენ ომებსა!?…“აქ რას უსხედან? წავიდენ!…შენ უწინამძღვრე, მთავარო!და მეცა თქვენთან, იცოდეთ,მამულის მსხვერპლად მზა ვარო!”სთქვა და გაჩუმდა, მის სახესდაადგა თითქოს ნათელი;თავი მოხარა სიმდაბლით,გულზე დაიდვა რა ხელი.ზეზე წამოდგა მთავარი,შემკრთალი გაოცებითა!…ხალხიც შეჰყურებს დედოფალსუბიწო აღტაცებითა!…მოულოდნელმა პასუხმაგრძნობა-გონება არია!…თითქო გაქვავდა ეს ხალხი,უხმოდ, უძრავად მდგარია.პასუხის ვეღარ მიმღებმა,ნათელამ გაიმეორა:“ქალი ვარ ჩემო ხელმწიფევ!…ნუ მრისხავ, თუ რამ გეჭორა!”…გამოარკვია ამ სიტყვამმთავარი გაბრუებულიდა ათქმევინა, რაც ჰქონდაგულში იდუმალ დებული:“სწორუპოვარო მშვენებით,სიბრძნითაც ამაღლებულო!ოჯახისშვილო, ნაზარდო,ქართველად აყვავებულო!“დიდი ხანია, ჩემ გულსაცეგევ სურვილი ჰმსჭვალავდა,მაგრამ სიფრთხილე საჭირო,ვით საიდუმლოს, ჰმალავდა.“გონზე მოსულან, შეთქმულანამერთა დიდებულები,მათში ჯაბანსა, საეჭვოს,არავის არ ვეგულები!“მოუწერიათ ჩემთვისაც,ითხოვენ შემწეობასა…დღეისწორს მივალ ჯავახეთს,მით დავუმტკიცებ ძმობასა.“ჭირი და ლხინი საერთომოძმეთა შუა ვალია…ამის თავდები, ვფიცავ ღმერთს,ბრწყინვალე მომავალია!“ეს ხალხიც მიტომ შევყარე,რომ გამემჟღავნა ყველა ეს,მოსამზადებლად მე სხვა დროსხელთ ვერ ვიგდებდი უკეთესს!”ეს რომ სთქვა, მოუბრუნდა სხვებს:“ხომ გაიგონეთ თქმულიო?ჩვენ შეთანხმებულ სურვილზერას ამბობს თქვენი გულიო?”ერთხმად დასძახეს: “იცოცხლე,მრავალჟამიერ!.. ჟამიერ!..ჭირიც და ლხინიც საერთო -კავშირი იმერ-ამიერ!”…ღიმილით ბრძანა მთავარმა:“მეც მაგას მოველოდიო:თქვენით და თქვენგან მომეხსნა,გულზე რომ მაწვა, ლოდიო!კმარა! მაგაზე საუბარსჩვენ ხვალაც მოვესწრებითო,დღეს სათხოვარი მაქვს ერთიდა იმას გევედრებითო:“დაჯექით!.. გამხიარულდით,ნუ მოჰშლით ლხინს და მღერასო!ვინ გაჰქცევია უდროოდვარსკვლავს და ბედისწერასო?!”გამხიარულდენ სტუმრები,გამრავალკეცდა ლხინიცა…მოლხენით არის მთავარიდა მისი თვალის ჩინიცა!ღიმილით ამბობს ნათელა:“ჩანგური მომაწოდეთო!ვეღარას ფარავს დღეს გული,რაც ვიცი, თქვენც იცოდეთო!”სიმებზე ბროლის თითებიდააწყო ნაზად… რბილადა!ყელმოღერებით დაჰმღერის,ჩანგურიც მოსთქვამს ტკბილადა:“ჩანგურს სიმები გავუბი,მოვმართე ნელა-ნელაო;შევუხმატკბილე ერთმანეთს:“ოდელა-დელა-დელაო!”“თავის ჰანგებზე, თავის ხმითწკრიალებს ერთად ყველაო,ერთი-მეორის თანხმობით:“ოდელა-დელა-დელაო!”“ერთი მათგანიც რომ გაწყდეს,მაშინვე უნდა შველაო,რომ არ გაფუჭდეს ჩანგური:“ოდელა-დელა-დელაო!”“ჩანგური საქართველოა,სიმები ჩვენ ვართ ყველაო,სხვადასხვა კუთხის მცხოვრები:“ოდელა-დელა-დელაო!”“ჩვენც ხომ სიმების სისუსტემსინათლე დაგვიბნელაო!…ბნელში რა სასიმღეროა:“ოდელა-დელა-დელაო!”“შორიდან შემოგვეპარამტერი, ვით ტურა-მელაოდა სულ სხვა ხმებზე გვამღერებს,არ მოსწონს “დელა-დელაო!”“მწერიც კი ცხოვრობს თანხმობით,ფუტკარი… ჭიანჭველაო!…და ჩვენ რათ ვმღერით ცალ-ცალკე:“ოდელა-დელა-დელაო”?!“ერთობა ჩვენთვის ტახტია,მტრებისთვის - სახრჩობელაო!..მტრებს “ვაი-დედა” ვაძახოთდა ჩვენ ვთქვათ: “დელა-დელაო!”“კმარა! ამდენმა ცრემლებმასიმები დამისველაო!…ვერც ვუკრავ, ვეღარცა ვმღერი:“ოდელა-დელა-დელაო!”სთქვა და გადასდგა ჩანგური,შეხედა ღიმით მთავარსა:ნათელა ნათელს ადიდებს,ამკობს ჯავარი ჯავარსა!

თავი II

ხმალს ილესავს იმერეთი,აწყობს, ჰმართავს მშვილდ-ისარსა!ლიხს გადივლის “ორირაშით”,იქაურებს მისცემს მხარსა.საიდუმლოდ ემზადება,მიჰყავს ცოტნე დადიანსა!…წინ წაიძღვანს ჭყონდიდელსა,კურთხეულს და მადლიანსა.გაიხსენებს ბაგრატის დროს,დავითის და თამარისას!…სამშობლოსთვის ცხელს ოფლს დაჰღვრისდა სისხლს შეჰსვამს მისის მტრისას.ისე გასწყვეტს ძირიანად,არ გაუშვებს არც ერთს მთხრობლად!..მაშინ მხოლოდ დაბრუნდებაიმერეთში მახარობლად!…ასე ფიქრობს გმირი ცოტნე!…ამასავე ჰფიქრობს ერი…ბატონი ყმით, ყმა ბატონით,ორივ ერთად ბედნიერი!მაგრამ, ვაი! გაუცუდდათიმედი და გულის ძგერა…ბედუკუღმა გადუბრუნდათსაწაღმართო ბედისწერა!წიგნი მოსდის დადიანსა,მეგობრობის მონაწერი!წაიკითხა… შეიცხადა:დაიგლიჯა თმა და წვერი!…მოეწერათ: “ნუღა მოხვალ!თავს უშველე, ნუ აჩენო!..შეთქმულება გაგვიმჟღავნდა,დაგვიჭირეს ყველა ჩვენო.“ნუ მოსცდები, ნუ იფიქრებ,გზა არა აქვს ჩვენ საშველსო!..ანის ქალაქს გვაგზავნიან,გვიმზადებენ განსაცდელსო.“რადგან ღმერთმა აგვაშორაჩვენი ბედი, ჩვენი სვეო,იცოცხლე და მაგიერიმტერს როგორმე მიუზღეო!”წაიკითხა, დაიყვირა:“რა შეგცოდეთ, ღმერთო, შენო, -შენს მორწმუნეს, ღვთისმშობლის ხვედრს,ამ სატანჯველს რომ უჩენო?“ნუთუ ყველა იღუპებასაქართველოს ღირსი ძეო,ბურჯი მისის ეროვნებისმომავალის სიმტკიცეო?!…“მაშ პირშავად რაღათ დავრჩე,მათი ტანჯვის მოწამეო?მათთან ჭირი, მათთან ლხინი…უიმათოდ რა ვარ მეო?!”სთქვა და გულში გადიწყვიტა:“მათთან წავალ მეც მალეო,ტოლებში რომ არ გამოვსხლტე,ვარ ამისი მოვალეო”.

თავი III

ვინ მოსთვლის, ჭირი რამდენიუნახავს ანის ქალაქსა!..სისხლით მორწყული არ იყოს,ვერ ნახავ მტკაველ ალაგსა!ყოველი მტერი ძველთაგანამ კუთხეს მოაწყდებოდა;მკვიდრი, დამხვდური მამაცად,თავგამეტებით წყდებოდა.დღეს ერთი იყო, ხვალ სულ სხვა:მტერი მტერს ენაცვლებოდა!…ურდო ურდოზე მოსული,არვისგან დაითვლებოდა.მაგრამ ქალაქი ტანჯული,განსაცდელს უმაგრდებოდა,და, ვით ამირანს გულ-მკერდი,წყლული-წყლულ უმთელდებოდა!…ძლივსღა სულმობრუნებული,ხელახლა აოხრებულა:შესულა ურდო მონგოლთა,ნოინი გამთავრებულა!..სამეფო ტახტზე დამჯდარა,ის… სისხლით უმაძღარია!…აქედან მიდის საომრადოთხკუთხივ!.. მიუხარია!..სხვა ქვეყნის ტანჯვა, აკლებამათი წესი და რჯულია!დღეს გამარჯვების ლხინი აქვსთ,უზომო სიხარულია.ზურნის ჭიჭყინში გაისმისკიჟინა გამარჯვებისადა ჭიანურში - ქვითინისხვადასხვა მხარეებისა.ფიალად ხელში უჭირავსთკაცის გამხმარი თავები!…ზიზღის ბუდეა იმათიყოველგვარ სანახავები.სწორედ ამავ დროს გარეთ-კისულ სხვა ამბავი რამეა:დამდგარა ტანჯვა-კრულვის დღედა მწუხარების წამია!…ალყად შეუკრავს დარაჯებსდიდი მოედნის პირები,შუაში ხელფეხშეკრულიჰყრიან ქართველი გმირები.ტიტველზე თაფლი წაუსვამთმზეს უფიცხებენ მხურვალსა!წყალს ნატრულობენ, არა აქვსთ…ყელი უშრებათ მწყურვალსა.გარს ეხვევიან ბუზები…სად არის მომგერებელი?!შორსა ჰყავთ ჭირისუფლებიდა მათი დამტირებელი!..ჰკითხავს მტარვალი: “ვინა გყავთმომხრე და მოზიარეო?”- ამ ქვეყნად ზღვა და ხმელეთი,მაღლა ცა, მზე და მთვარეო!დაცინვით ეუბნებიან,შიში არა აქვსთ რისხვისა…რა იცის გულში ნადებიდა საიდუმლო სხვამ სხვისა!გამოჩნდა შორით მხედარი;ცხენი მოჰყავდა ოთხითა,მოედნის პირზე შეჩერდა,თვალს ავლებს ყველა კუთხითა.უბრძანა დარაჯთუხუცესს:“ვინა ვარ, ვერ მიცანიო?ნოინის უცხო სტუმარი,ცოტნე ვარ დადიანიო.“ქართველ ერისთვებს, დიდკაცებს,სადა აქვსთ მათი ბინაო?მეც უნდა მათთან მივიდე,წამყევ, წამიძეღ წინაო!”დაცინვით უთხრა დარაჯმა:“არ ბრძანდებიან შორსაო!…და ჩვენც შინაყმად ვახლავართ,როგორც ნოინის სწორსაო!”შევიდა წრეში ქვეითად,პირდაპირ მიეშურება,გულ-ღვიძლს უსივებს ნაღველიდა სიმწრით პირი უშრება!…მივიდა, ნახა ტყვეები…შეჰყვირა: “ვაშა! ვაშაო!დღეს უფრო ბრწყინავს თქვენი მზე,ვარსკვლავმა იკაშკაშაო!“გმირნი ხართ, კვდებით გმირულად,საქრისტიანოს მსხვერპლადო,ამიერ საშვილიშვილოდ,სამშობლოს სადიდებლადო!“მაგრამ რას მერჩით მეგობარს,ყველგან თქვენს მოზიარესო,რომ გამომწირეთ თქვენში დადამაგდეთ იქით მხარესო?!”ეს სთქვა და გაიძარცვა ტანს,დაჯდა ტყვეებთან ტიტველა!…თავი გასწირა ნებითადა გააკვირვა სუყველა!..

თავი IV

ლხინგადახდილი ნოინიტახტზე ზის დაფიქრებული:თვალწინ ეხატვის ქვეყნებიგადამწვარ-აოხრებული!…ბევრი სხვადასხვა რჯულისადა ტომის არის მნახველი,მაგრამ სულ სხვაა მის თვალშიუცნაურობით ქართველი:“არავის ებრძვის, პირიქით,დამხდურად მეომარია!..ვინც მის ქვეყანას არ ერჩის,მოძმე და მეგობარია.“არსად გაუდის მოყვრობა,და არც მტერები აკლია;მაგრამ ხომ მაინც პირწმინდადჯერეც ვერავინ დასძლია?!“რა გამოვიდა, რომ ვძლიეთ?განა ძლევაა ეს ძლევა?!…რაც უფრო ჭირში ვარდება,მით სიმხნეც მეტი ეძლევა.“გაგვინახევრდა ლაშქარი.ერთში ათსა ვცვლით მონგოლსა,და რაღა ძალი შერჩებამომსვლელსა და მის მომყოლსა?!“ნუთუ ჩვენც მართლა სხვებსავითდიდხნობა არ გვიწერიადა დროებითი აქ ყოფნა,ვით საქარ-ბუქო მტვერია?!“რაში არა ჰგავს? შეთქმულნიასამდე დაგვიჭერია…რომ ასჯერ მეტიც არ იყოს,აბა, რა დასაჯერია?!“მაგრამ არ იქნა, არ გატყდენ:არ უდრკებიან განსაცდელს!…ვინ იყო მათთან ღალატში,არც გვარს ამხელენ, არც სახელს.“არას ითხოვენ!.. ზვიადად,ამაყად იტანჯებიან!…რაღაც მომავლის იმედითდა სასოებით კვდებიან.“ძნელია მათზე უფლებადა მათგან სხვისი მონება!…სულ სხვა გზა უნდა… სხვა ხერხი…და გამჭრიახე გონება!..“ვერ გასჭრის მათზე, ვით სხვაზე,ეს სასტიკობა-ავობა!..სადაც ლომობა არ გადის,იქ უნდა მელიაობა”.ამას ჰფიქრობდა ნოინი,უსივდებოდა ნაღველი,რომ მოახსენეს: “ქალიავიღაცო, თქვენი მნახველი”.შავით მოსილი, პირბადითშინ შემოვიდა სტუმარი…ანიშნა მარტო დარჩენადა გადუკეტა სხვებს კარი.წადგა წინ შორიახლოსა,პირბადე გადაიხადა:მისი ციური მშვენებანოინის გულმა იხატა!…ჯერ მისი მსგავსი ამ ქვეყნადარსად ენახა სულდგმული;სულმა წასძლია ბინძურსადა აუძგერდა გლახ გული.ზეზე წამოდგა… იმავ დროსწინ ბიჯი წადგა თვით ქალმადა იმის ბროლის თითებშიუცბად იელვა ხანჯალმა.უთხრა: “შეჩერდი!.. ნუ მოხვალ!რომ დაიმშვიდო, სჯობს, გული;შენ სატრფიალოდ არა ვარამსიშორს შორით მოსული!…“სათხოვარი მაქვს წმინდა რამ…მოგენდვე წმინდის გულითა!…ნუ შეურაცხჰყოფ კაცობას,ნუ დამდაბლდები სულითა!…“ნუ შფოთავ! დაჯექ, დაწყნარდიდა მოისმინე ვედრება!სულგრძელობასთან ზრდილობასან რა სჯობს, ან რა ედრება?!”ვით გაღალული თვალისკვრით,ჩაჯდა უსიტყვოდ ნოინი;დაუცხრა ვნება ჩვეული,გაქრა სურვილი და ჟინი!ჯერ არც ჰსმენია ამგვარიდა არც რამ გაუგონია!ჰფიქრობს, თუ მოჩვენებაა,და ან სიზმარი ჰგონია!…უყურებს თვალით, არ სჯერა!ისმენს და მაინც იჭვშია:უმტყუნა ძალამ სულ-ხორცისდა უჩვეულო შიშშია!…ქალი შეჰყურებს პირდაპირ,ლამის გახვრიტოს მან თვალით!კაცი, ძლივს გონზე მოსული,ოდნად ხმას იღებს კანკალით:“მაშ მითხარ, რისთვის მოსულხარ?რა არის შენი სურვილი?მისთანას რას მთხოვ, ვერ მოგცე,ვერ მოვკლა ნდომის წყურვილი!?“გინდა, ტახტს მოგცემ, დედოფლადდაგსვამ და გეთაყვანები!მონად გაახლებ მეფეებს…ჩიტის რძით გაიბანები!”ქალი მიუგებს ღიმილით:- “დედოფალი ვარ ისეცა!მაგგვარ დიდებას არ ვეძებ,არ დამიგმია ისე ცა!”- “მაშ სულს შეგწირავ, თავს მოგცემ,გულს დავდგამ საფეხურადა!და შენს სურვილში დავდნები,დავიწვი უცეცხლურადა!”…- “არა, ნოინო! ნუ ჰფიქრობ!..ვერ დავთმობ ჩემსა კერასა!გული სხვას მივეც და შენთვისვეღარ დაიწყებს ძგერასა!”- “ეგებო რჯული გიშლიდეს,მე აღვიარებ შენს რჯულსა!…ზეცაში ახვალ - აგყვები,ჩახვალ - ჩაგყვები უფსკრულსა!”…- “ეგ არას უშლის! ღმერთი ხომყველასთვის იგივ ერთია!რჯული გზა არის სხვადასხვა,იმ ქვეყნად შენაერთია!…სხვა მიზეზია: სხვა მიყვარს,ის არის ჩემი ქმარიცა!მისი ვარ, იმას ვეკუთვნიმე ცოცხალიც და მკვდარიცა!…აქ გადმოვარდა, როდესაცგაიგო სხვების ტყვეობა!ობლად დაგვყარა სუყველა,დასთმო ლხინი და დღეობა!აღარ გამიძლო გულმა დაშევუდექ მეც მის კვალობას:ვეთხოვებოდი სამშობლოს,ვიგლოვდი ყმაწვილქალობას!…მსურდა, მომესწრო, მენახა,მომეკრა სადმე მე თვალი!და ან მის უცხო საფლავზეგულში ჩამერჭო ხანჯალი!…მოველ, ვიკითხე ყოველგან…ცოცხალი არის, შევიტყვე…ტიტვლებთან ტიტვლად დამჯდარა,ნებით გამხდარა შენი ტყვე.იმას გთხოვ, იმას გავედრებ!მისთვის მოვსულვარ, ნოინო;სული არ გამაწირვინო…სიცოცხლე მომაპოვინო!”გაოცდა მშვენიერებით…სიტყვა-პასუხიც უკვირდა!ის ერთი წამი ნოინსამთელ საუკუნედ უღირდა!…დღემდის ეგონა, თუ ქალიმარტო ვნებისთვის შექმნილა!…ახლა-კი ხორცი დადუნდადა სული სულსა ეტკბილა!იგრძნო რაღაცა ციური,მიუწვდომელი მან ძალა!..გარდიქმნა მისი არსება,ბუნება გამოეცვალა.და უმაღლესის სურვილითშეჰყურებს, როგორც ღვთაებას!…რა სჯობს, რომ გული უბიწოციური ჯაჭვით დაებას!…სთქვა: “საქართველოს მფარველიდიდი ყოფილა… ძლიერი!სადაც შობილხარ, გაზრდილხარ,რათ უნდა გაქრეს ის ერი?!“რაც მოხდა ჩვენში, დავიწყდეს!…მოვითხოვ მე შენდობასა!..აწ-კი მსურს “მამა-შვილობა”და ვნატრობ მე შენ “დობასა!”…“ახლა მოვიყვან შენს ქმარსაც…ვნახავ, თუ შენი ღირსიადა თანაც ჩემი სიძობისშესაფერ-საკადრისია?“კუთხეში დაჯექ პირბადით!მოისმენ ჩვენსა საუბარს!იმანაც გვითხრას: ვის ეტრფის?თავს ვის შესწირავს, ვინ უყვარს?

თავი V

ოქრო და ვერცხლში ჩამჯდარი,მარტო შემოდის მთავარი.არ ახლავს მისი მოყმებიდა არც მოჰყვება მტრის ჯარი.თავი დაუკრა ზრდილობითდა ჰკითხა: “რა გსურს, მიბრძანეთ!”ნოინმა შეკრა წარბები,სცდილობს ეჩვენოს მრისხანედ.- “ვინ ხარ? და სადაური ხარ?ვერ ვხედავ შენს აქ მომყვანსა!…თუ საქართველოს შვილი ხარ,დღემდის ვერ მცემდი თაყვანსა?”- “მე სათაყვანოდ მოსულიარც დღეს გახლავარ, ნოინო!…ნუ ჰფიქრობ, ცოტნე დადიანსტყუილი შენ ათქმევინო!”- “ა! შენ ხარ ცოტნე? ის ცოტნე,რომ არად აგდებს მანგოლსა?!სცდილობს სამშობლოს გამოხსნასდა სხვებსაც ეძებს ამყოლსა?”- “დიახ, ისა ვარ, ნოინო!მართალი გაგიგონია”.- “მაშ ჩემთან როგორ მობედე?..მადლობას გეტყვი, გგონია?!”- “არ მიფიქრია მაგაზე!…სხვა იყო ჩემი განზრახვა:აქ მოყვრებს ვეგულებოდი…მომინდა მათი დანახვა!”- “ხომ ნახე ისეთ პატივში,როგორც მათ შეეფერება?!”- “ვნახე და გავიზიარემეც მათი ბედნიერება.“ჭირში და ლხინში, ყოველგანვყოფილვართ გაუყრელადა…დღესაც მოვსულვარ მათთანვესისხლის და ცრემლის მღვრელადა”.- “შენ მარტო? სხვები სად არის?რათ გაიფანტენ ბზესავით?”- “თუ ყოფილყვნენ, ისინიცაქ მოვიდოდენ ჩემსავით”.- “აფერუმ თქვენს მეგობრობას!…აფერუმ ვაჟკაცობასა!მაგრამ ვერ გიქებთ ბატონისმოღალატობა-მტრობასა!…- “როდის გიწამეთ ბატონად,დაჰკითხებიხართ ჩვენს გულსა?თუ ტვირთი მძიმე მონებისძალით დაგვადგით ჩაგრულსა?!“ძალმომრეობის კანონიდღეს ერთის არის, ხვალ სხვისა…ბედია მომნიჭებელიწყალობის, გინა რისხვისა!“დღეს მოხარკე ვართ ჩვენ თქვენიდა კიდეც ვიხდით ნებითა…დროს ვუცდით… ჩვენს ღმერთს შევყურებთიობის მოთმინებითა.“უმიზეზოდა რათ გვდევნით?რისთვის გვეპყრობით მტრულადა?რას გარგებსთ რჯულის მოსპობადა ან ერობის, სრულადა?!…“სანამდის ხელს არ აიღებთამ უნაყოფო ცდაზედა,ყოველთვის მტრულად დაგხვდებითყოველ სარბიელ გზაზედა!”…- “დაგვხვდებით?!… და რას გაიტანთ?ეს დღე მოგელისთ ყველასა!…თქვენ თავად ძალი აღარ გაქვსთდა ვისგან ელით შველასა?”- “ღვთისგან!… რომ ჩვენმა შვილებმაცქვეყნისთვის სისხლი ღვაროსა!”…“ჩვენ წავალთ, ისინი მოვლენტურფასა საბაღნაროსა!”…- “აფერუმ, ქვეყნის ერთგულო!კაცი ხარ, კაცურადა სჯი!მომწონს ეგ სიტყვა-პასუხი:არ გირისხდები, არა გსჯი!“გაძლევთ სრულ თავისუფლებას,როგორც შენ, ისე ტყვეებსა!..და თქვენ მხარესაც ავაცდენსამგლოვიარო დღეებსა.“იყავით მარტო მოხარკედ…შევეტკბოთ წლიდან-წლობითა:თქვენ ჩვენი კარგი სტუმრობით,ჩვენ თქვენი მასპინძლობითა!…“მხოლოდ მეცა გთხოვ, იცოდე,სამაგიეროდ ერთს რამეს:შენს ცოლს აქებენ ყოველგანდა ის მომგვარე ერთ ღამეს!”…როგორც რომ ვეფხი დაჭრილი,ისე ათრთოლდა ცოტნეცა,ააკრაჭუნა კბილებიდა, ცოტას გაწყდა, რომ ეცა:- “ბედს უმადლოდე, ხალვათადრომ ხარ მასპინძლად მჯდომარე,და მე კი სტუმრად მოსული,ხმალ-ხანჯლით შენ წინ მდგომარე!“ეგ ერთი გითქვამს!… მეორედენას არ წააცდენინო!გონებამიხდილს სასირცხვოდსისხლი არ დამადენინო!”ნოინმა წარბი გაიხსნა,ღიმილიც მოერია მას!და სიტყვით ცივ წყალს ასხამდამის აღელვებულ გულისთქმას!- “ნუ სჯავრობ!… განგებ გითხარი…მინდოდა შენი გამოცდა…რაც სთქვი, ტყუილი ყოფილა,აგერ თვითონვე წამოგცდა!“სამშობლო”, “მოძმე”, “მოყვარე”სიტყვა ყოფილა უბრალო!ნუთუ არა ღირს იმდენად,რომ შენ ერთ ქალში გასცვალო?!”არ მოელოდა ამ სიტყვას!შერცხვა და შეკრთა მთავარი…ცოტა შეჩერდა და შემდეგპასუხი მისცა ამგვარი:- “მე რა ნება მაქვს მაგისი?მონა არ არის, - ცოლია!ჩვენი კანონი სულ სხვაა:ცოლი ქმრის უღელტოლია!”- “მაშ, კარგი! რადგანც მე მინდადღეიდან შენი მოყვრობა,ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს,განზე გადავდვათ აწ მტრობა!..“ხომ ჰხედავ, აქ რომ ქალი ზის?ის ჩემი შვილობილია.ვატყობ, რომ შენი ჭვრეტითაისიც-კი კმაყოფილია!“მაგაზე უფრო მშვენიერსქვეყნად ვერ ჰნახავ ვერც ერთსა!..რომ შენი ცოლი ვერა სჯობს,თავდებად გაძლევ მეც ღმერთსა.“სასიძოდ ამირჩევიხარ:მინდა ის მოგცე ცოლადა;დაგიახლოვო და მყავდეჩემი თავისვე ტოლადა!”…- “ვინ ღირსა მაგ თქვენ წყალობასდა ამ უდიდეს ოცნებას?!მაგრამ ორცოლიანობისრჯული არ გვაძლევს ჩვენ ნებას”.- “ეგეც არ გინდა? მაშ კარგი!პირობას გიდებ კიდევ სხვას:იზამ - არ გავტეხ ჩემ სიტყვას,არა და - ნახავთ ჩემს რისხვას!…“მოდი, ახადე პირბადე,აკოცე, როგორც საყვარელს!და აგისრულებ მაშინ მეცმაგ შენი გულის საწადელს!”ებილწა ცოტნეს პირობა,მაგრამ არ იცის, რაღა ჰქნას?სხვა გზა არა აქვს მოყვრებისდა მის სამშობლოს გამოხსნას!…წარმოსთქვა: “გულთამხილავო!შენ ჰხედავ, მატანს ძალასო…მივალ და ისე ვაკოცებ,როგორც ხესა და ჩალასო.“რა არის კოცნა უნდომი!უგულოდ… უსიყვარულოდ,თუ არ სიცოცხლე ბედკრულიუსიტკბოდ… უსიხარულოდ?!”დასთანხმდა! ქალთან მივიდა,საკოცნად თავი დახარა!…ქალმა გადიძრო პირბადე…ნოინმაც გადიხარხარა!…როგორც შვიდძალი ფერადიამშვენებს ცისარტყელასა,ისე დაეტყო სახეზესიამოვნება ყველასა!…
1897 წ.
აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი