პოეზია · ლირიკა
მომაკვდავის ფიქრები
აკაკი წერეთელი 1840–1915
თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებსჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!..მოდი, ჯალათო, შენი მახვილიშეუბრალებლად ზედ გულზე დამჰკარ!ყოველი წვეთი ჩემი სისხლისათუკი გამოზდის მამულიშვილსა,ცოდვა არ არის, რომ მოვერიდომაშინ მე ტანჯვას და თვით სიკვდილსა?არა! სიკვდილი ვერ შემაშინებს,მომზადებულსა მამულის მსხვერპლსა!მზად ვარ შევსწირო სული და ხორციდა სამშობლოზე ვჰყრიდე თვით ფერფლსა!თუმცა პირადი ჩემი ცხოვრებაყოველთვის იყო ტანჯვა-ვაება,მაგრამ სიკვდილში ვჰპოვებ სიცოცხლესდა ის იქნება თვით უკვდავება,თუკი იმედი მე საიქაოსგამყვა უკეთეს მომავალისა,რომ ჩემს შემდეგი შთამომავლობაიქნება შემგნე თვისის ვალისა!დიახ! თუ მოძმეთ გამოადგებაჩემი სიკვდილი, მზადა ვარ მეცა...გამოღვიძებულს სურვილს ქვეყნისასხელს მოუმართავს, მრწამს მე, თვით ზეცა!..
1911 წ.