↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე შენ უნდა გიშველო

გაბროშვილი თამარ

2026-07-181 წთ საკითხავი5544 ნახვა

—
მე შენ უნდა გიშველო,მე შენ უნდა გადაგარჩინო,სილამაზე ბეწვის ხიდზე გადის.შენ მე უნდა მიშველო,შენ მე უნდა გადამარჩინო.თვალდახუჭულნი ამაოდ არ ვართ,ბეწვის ხიდზე გაგვატარებს თვითბედისწერა...შენი დილა ვარ, შენი საღამო,გაღვიძებაში უნდა დაგეხმაროდა ძილბურანშიც ფრთხილად შეგიყვანო...ჩემი დილა ხარ, ჩემი საღამო,გაღვიძებაში უნდა დამეხმაროდა ძილბურანშიც ფრთხილად შემიყვანო.შენს წინ ვაშრიალებ სულის შესამოსელს _ლექსებს,რომ იგრძნო ჩემი არსებობადა შენი სიდიადე...წყვდიადში ნუ ჩაჰკარგავ ამ სიფრიფანამანტიაზე ამოტვიფრულსულის საგალობელს....ბეწვის ხიდზე გადის სილამაზედა ჩვენ უნდა გადავარჩინოთ!
გაბროშვილი თამარ

გაბროშვილი თამარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი