პოეზია · ლირიკა
იქნებ
შენი სული დაჭაობადა,შენ მაგ ჭაობს ვერასოდეს გაიგებ,ვითომ ჩემმა აჭარლობამსაქართველოს შეუგინა რაიმე?!მტერი მუდამ აჭარბებდა,ყველა ტკივილს დრო მოჰკლასვ და წაიღებს,ნუთუ ჩემმა აჭარლობამ,საქართველოს წაუხდინა რაიმე?!რაც ვიყავი კარგად იცი,თავად ჰკითხე შენ ხელდასმულ კაი ყმებს,აჭარლობამ, ამ ბედკრულმა აჭარლობამ,საქართველოს წაუხდინა რაიმე?!მაჭახელში ახლაც ლპება,სისხლიანი მუხის კუნძი, ვაიმე!იმ სისხლმა და იმ მდუღარე ლეკერტებმასაქართველოს წაუბილწა რაიმე?!სულში რისხვა გაჭენდება,გაჭენდება გმინვა ყველა ეზოდან,ჩემი კაი და ძირძველი აჭარლობამავენს გულზე ეკლად რატომ ესობა?!რა თვალები მომებჯინა,რა ჯოჯოხეთ-ჯურღმულებში მზირველი?ტბელობა და სელიმობა გან არ იყოქართველობის საწინდარი პირველი?!სულში რისხვა გაჭენდება,უნებურად ხელს ხანჯალზე გაივლებ,ნუთუ ჩემმა სევდიანმა აჭარლობამსაქართველოს წაუხდინა რაიმე?!ეს რა ერის ნათლობა აქვთშავ გულგვამში გამომწყვდეულ მამათა,რომ ნაღდი და ჭეშმარიტი ქართველი ვარ,იქნებ სულაც ეს არ მოსწონთ მავანთა?!მარქვით, იქნებ ოდნავ ვერ იასმათა,იქნებ სულაც ვერ იავთანდილა,ჩვენი იუსუფ კობალაძის ყაბალახმა,ჩვენი ნანა გვარიშვილის მანდილმა?!თავად ქრისტეს სჯულისათვის,ყოველივე აქ ხომ სისხლით შენივთდა,იქნებ რამე აქვს სადავო საქართველოსყაბალახში თავმოკვეთილ სელიმთან?!მთავარი კი ერთი არის,წარმართული ქვა-ქუსლებით მილეწეს,ღვთაებრივი ქრისტეს ჯვარი,საქართველოს მე - პირველმა მივეცი!!!