↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იტყვი?

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22162 ნახვა

—
იტყვი? ვერ იტყვი ეს დრო, ეს წლები,კაცურკაცობის მაკლდა მარილიდა შენს ტაძართან ჩემი ლექსები,იდგა აღდგომის მათხოვარივით.
იტყვი? ვერ იტყვი, ჩემი სახელი,გეყუდებოდა გულზე მთვრალივით,მაინც დაღლილი დამაქვს ნაღველი,გაშვილებული ბალღის თვალივით.
ოცნება მუდამ დარჩეს ოცნებად,კი, გაღმა ნაპირს როსმე ვეწვევი,აქ ჩემი დღე და ჩემი მოსწრება,მატრაბაზების ჯირითს ვესწრები.
რა ვქნა! კლარჯული მზის ხავერდები,ცეცხლს საყელოში ლერწამს უკიდებს,საქართველოში ისე ვბერდები,რომ თბილისს ლექსი ვერ წავუკითხე!...
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი