↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნენემ დიმინიშნა ქალი

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22163 ნახვა

—
ცაში ვაზი აყვავილდა,ეზო-კარში ქვიშნა ბალი,მეც ღერივით შევღერღეტდი,ნენემ დიმინიშნა ქალი.
ხე-კატრებში მოფთქიალე,სიყვარულს თუ ნიშნავს ქარი,ჭვავტოტაი და ალვისტანაი,ნენემ დიმინიშნა ქალი.
ნამბულიდან შემომბღავისშუბლიკვერაი ნიშახარი,- თუ ბიჭი ხარ წამოდი დაჩემთან ერთად ქვიშა ხანი!
- ვერა ჩემო შუბლიკვერავ,სხვა პერანგში მიჩანს მხარი,ქორწილამდე სული მშპება,ნენემ დიმინიშნა ქალი,
გულბალანი მერუჯება,ვერ ჩააქრობს დღვანის წყალიც,ქორწილამდე თუ გავთავდი,ნენი!... რაღათ მინდა ქალი.
ნენემ ერთი შეფაშფაშდა,მზიებით გეივსო თვალი,დიდი ოდაში გამომკლიტა,სექვით მომიბექსა კარი,
დამლოცა და მომაძახა:- მაგერ შენ და ალვისტანიც,ფეხი არ გამოდგა გარეთ,ყელი არ გამომჭრა დანით,
შენი არც ნახნავი მინდა!შენი არც ნათოხნი მინდა!შენი არც ნაჩეხი მინდა!
დეჰ, ნენემ მომიყვანა ქალი!...
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი