პოეზია · ლირიკა
მშვიდობით
მშვიდობით!.. დიდხანს ვერაფერს მოგწერ,კარდაკარ ვივლი ხმაგაკმენდილი,გავხდები ბევრი ავ-კარგის მოწმე,და დროს შევხედავ შემცბარ ღმერთივით.ვივლი, ბიბლიურ სამოსით ვივლი,გავწევ კახაბრელ გლეხის შეგნებით, –და ღვთის სასწორზე შეგდებულ გვირგვინსშემიმკობს შენი ეჭვის ეკლები.ამაოებას ვერავინ აღგვის,ღმერთის პირმშოა ყველა ღვიძილი,დავდევ ბახჩაში შეპარულ თაგვებსდა კატა სხვენში კვდება სიცილით.არ ვიცი საით, ოცნების ნავი,ამდენი ვაზიც ჯვარზე დაწნული,სულში დაღლილი მუსიკა ყვავისთუ კედლებს მიღმა ტირის ქალწული?არ ვიცი!.. მე კი ვერაფერს ვყვედრი,ლახვრებს განკითხვის ჟამად მოღერილს,მღვრიე ფოთლებად გუბდება მდედრიდა ცხელ ნესტოებს ხეთქავს ოხერი.მშვიდობით!.. დიდხანს ვერაფერს მოგწერ,ვივლი, ბიბლიურ სამოსით ვივლიდა შენ გახდები პირველი მოწმე,სამშობლო როგორ დამადგამს გვირგვინს.