↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბუხართან

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22160 ნახვა

—
წიფლის ცეცხლი ბარბალებს,და კვარცხალებს კარდალი,- ნენი - ბიჭი კითხულობს -მჭადზე დაღი რად არი?
დედა ხმამწუხარეაზარს და ზეიმს ჩვეული,- შვილო, მჭადზე ჯვარიაძველი და კურთხეული.
დაგმანული დუმილიწარსულს ესმის წყევლებად,ყვება დედა გარდასულს,ყვება და იცრემლება.
ღმუის ცეცხლი წითელი,ღმუის და იფარფება,ბიჭს ეშლება ბალანიდა ქოხს უნდა გაფრენა.
ქვაღვენთება ბუხარშიჩუმად ღვივის ღადარი,- ნენი - ბიჭი კითხულობს, -მჭადზე ჯვარი რად არი?
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი