↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გადაწყდა გტოვებ

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22160 ნახვა

—
გადაწყდა გტოვებ...სამუდამოდ გივიწყებ, გტოვებ,ჩემს ჭირის ზიარს, ლხინის ზიარს,გადაწყდა გტოვებ...გშორდები, მივალ და არ მინდა ,მოხედვა უკან,დამარქვან უნდო, უცხვირპირო,დამარქვან გულქვა,აღარ მოვწამლავ შენი შხამითნებიერ წუთებს,მეყო რაც მბანგე, რაც მაბრუე,მთენთე და მთუთქე,აღარ წამყვება შენი სუნიფინთი და მწკლარტე,რაც უნდა მწვავდე, მახელებდე,მსურდე და მწამდე.ვეღარ ამიწვავს დაღლილ თვალებსმაგ შენი თმების, -ცისფერი ბინდი, სამუდამოდ გემშვიდობები.გადაწყდა, მაგრამ...მაგრამ როცა რჯულსა და ქრისტეს,ჯიბეებს ვიჩხრეკ, გპოულობ და...გაბოლებ ისევ.
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი