↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხელები

გორგილაძე ზურაბ

2026-07-182 წთ საკითხავი22156 ნახვა

—
ხელები უნდა ჰქმნიდნენ მწვერვალებს,მშვენიერებებს,შედევრებს ჰქმნიდნენ,უნდა ბედავდნენ თავისუფლებასდა სასწაულებს სამყაროს ოდენს,რომ მათ მუშტებათ შეკვრის უფლება,მერე მოთხოვნის უფლება ჰქონდეთ.ხელები უნდა ჰქმნიდნენ პარნასებს,ახალ მსოფლიოს დიდებას ჰქმნიდნენ,უნდა აქციონ სივრცე უბნებადდა მზე მოსტაცონ შორეულ ბლონდებს,რომ მათ შენს ცეცხლთან მისვლის უფლება,მერე გათბობის უფლებაც ჰქონდეთ.ხელები უნდა ჰქმნიდნენ გუმბათებს,მტევნებს, უქურთმებს, ღიობებს ჰქმნიდნენ,უნდა შეჰბრწყინონ ცას ალუბლებად,უნდა ნაღმავდნენ თავთუხით კორდებს,რომ შენს სუფრასთან მოსვლის უფლებადა სადღეგრძელოს უფლება ჰქონდეთ.ხელები უნდა ჰქმნიდნენ წალკოტებს,ცას და ყვავილებს, ოცნებებს ჰქმნიდნენ,უნდა შეუნდონ ცოდვა უვნებლადისევ ვნებებით მოდერნილ ცოდვებს,რომ შენს მუხლებთან დგომის უფლებადა წამოდგომის უფლებაც ჰქონდეთ.ხელები უნდა ჰქმნიდნენ ღვთაებებს,სათნოებას და სიყვარულს ჰქმნიდნენ,უნდა შეიძლონ გასაუბრებათმებთან, თვალებთან მთრთოლავთან ოდეს,რომ მათ საკინძის შეხსნის უფლება,მერე შეღილვის უფლებაც ჰქონდეთ.ხელები უნდა ჰქმნიდნენ ხელები,მადლს და სიკეთეს, სინათლეს ჰქმნიდნენ,უნდა აკმიონ სულებს სუფევა,აღიღონ წიგნი მარტვილთა ოდენ,რომ მათ განკითხვის ჰქონდეთ უფლებადა პატიების უფლებაც ჰქონდეთ.
ხელები უნდა ჰქმნიდნენ ხელები,მუდამ და მუდამ, ქროლავდნენ, ჰქმნიდნენმეც ხელები მაქვს და მეც კაცი ვარმაგრამ ვის ჯოგში დამასახელებ?და ვხედავ მხოლოდ ხურდა აცვივაქუჩაში უქმად გაშვერილ ხელებს...
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი