პოეზია · ლირიკა
ხატიმამული
ხალა!... ეს ჩემი ხატიმამული,ლოდზე ჯვარი და მზე,გზებზე ატმების აბდგიალებაკვირტში ჩიტების რძე.ვენახის ბური და მხურვალებაგადაბუგული მთებს,ჩემი წინაპრის ცხელი თვალებითგამგელებული მდევს.კლდეებზე ლღვება მღვრიე ჯაჭვებიკორდებს სიმწვანე სწვავსდა გულფოთოლას ციცქნა ჭაჭვებიმე მიგროვებენ ცას.ქარის საქროლის ლურჯი კლდეკარი,ბალღურ სიწმინდეს მთხოვს,ქუსლში ამ ღელის ღვივის ეკალი,სულში ვაშლები თოვს.იქ, საფორჩხელას ჩონჩხლო ჯაგებშიხვართქლი ხვართქალებს სულ,გულს გადავარდნილს სიყრმის ბანგებშიჩემთან მორბენა სურს...მაგრამ შორია... ო რა შორიაის გულიცა და დღეც,მაინც, შენს იქით არ მიცხოვრია,ჩემო სურნალას ტყევ.რა დრო გასულა... მაინც იმ დღეთამნათლავს წმინდანი ცა,თავი მეხუთე კლასში მგონიადა ერთ შავრახტას ვჭამ.მემედ ბატონის თბილი თითებიყურებს მაღლეტენ კვლავ,ახლაც ალგებრის გაკვეთილი მაქვსდა უნიჭობა მკლავს!ლაშეს ღელეში ისევ ნისლიადა გამოფრენა მზის,სადალაქოსთან ხუსნი ბიძიაისევ ისეთი ზის.კახიძეების მჭახე ვაშლებიისევ მკვეთავენ კბილს,ვიხსენებ ცრემლით და გაბავშვებითტკბილს, მწარესა და ტკბილს.ოჰ, თქვენთან დარჩა ჩემი ბავშვობასულ პირტიტველი წლისდა, სამუდამოდ გადადებულიბოლო გამოცდა ძმის.მემედ ბატონის თეთრო თითებო,მომიალერსეთ კვლავ,ახლაც ალგებრის გაკვეთილი მაქვსდა უნიჭობა მკლავს.