პოეზია · ლირიკა
დედას
ნუ სტირი, დედავ, ტყვედ-ქმნილო,ნუ გაგტეხია გულია,აღზდექ, გასწორდი წელშია,ვით ალვა, ედემს რგულია,
დალეწე მტრისა ბორკილი,დუშმანს გაუფრთხე სულია,და დაიბრუნე დიდება -—ღალატი დაკარგულია.
მას უალერსე მშობლურად,ვინც შენი მოყვარულია,ვინც შენთვის ცრემლებს აწვიმდა,გულზე ცეცხლმოდებულია,
ვინც შენის გამოხსნისათვისიყო თავგანწირულია,ვინც შენთვის საფლავს ჩავიდამტრისაგან დატანჯულია;
და მას-კი გული გაუპე,ვინც მავნე - ვერაგულია,ვინც მალვით ძირსა გითხრიდა,რამ ჯილდოს მონატრულია;
ნუ შეიბალებ იუდას,გააქრე წყეულ-კრულია,მის ლეში ძაღლებს გადუგდე,ეშმაკს ანებე სულია!..