პოეზია · ლირიკა
მესტვირე
საქართველო მოვიარე,ვადიდე და ვაძლიერე;ზღვის ოდენა შაირებისტვირით გავაქვეყნიერე.
დედა-ენაც გავამდიდრე,კილო გავუმშვენიერე;გავატკბილე, გავათაფლე,გავამადლნაყოფიერე;
ტანჯულს გული მოვუშაქრე,მკვდარი მოვასულიერე;ჭკვიანს გონი მოვუმატე,უფრო გავამეცნიერე;
უნუგეშო ვანუგეშე,უჭკვო მოვაგონიერე;ვაჟი კაცსა ვაჟკაცობისწადილი გავუძლიერე;
ლაჩარი გავალომგმირე,უგრძნო გავაგრძნობიერე;მრუდს ღალატი შევაზიზღე,გულქვა გავალმობიერე!
ვირს წიხლი მოვაშლევნე,ბრიყვი გავაგულხმიერე;ეშმაკს გული დავუდაღე,უღვთო მოვაღვთისნიერე;
მტრობა დავწვი, დავანელე,ძმობა გავაგულძლიერე;მშვიდობას თაყვანი ვეცი,კეთილი ვაბედნიერე;
სიყვარული გავამეფე,მადლი გავასახიერე;მოძმე მოძმეს შევაყვარე,გავაკეთილგონიერე;
ერთობა და სიყვარულიგავუმრავალჟამიერე...…ეგრე, სტვირო, ჩემო სტვირო,უკარ და იღვთისნიერე:
ავი-მავნე შეარცხვინე,კარგი მოიმადლიერე,მძინარას ძილი დაუფრთხე,უქმი გაასაქმიერე!..