↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვედრება

მაჩხანელი დიმიტრი

2011-04-131 წთ საკითხავი877 ნახვა

—
შენ გევედრები, ზენარო,შენგან მოველი შველასა,მომეც ძალი და შეძლება,რომ ვანათებდე ბნელასა.
შავ-კუნჭულებში მიმალულთმგლებს, გველა-ძუებს, მელასა,ქვე-მძრომებს თავ-ლაფიანებსწამოვახტუნდე ყველასა —
და მივუსევდე მწევრებსაალმასის ბრჭყალებიანსა,დაეწეოდნენ, ფატრავდნენნადირსა მავნე-ჩხიანსა,სეირს უცქერდნენ მნახველნიგადაშლილ ველობიანსა,და თან მდევარნი მისძახდნენ:სიკვდილი ღალატიანსა!..

მაჩხანელი დიმიტრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი