პოეზია · ლირიკა
ორი სურათი
Iქარი ჰბერავს, ქარი ღმუის, ზუზუნებს;ჩვენს ბუხარში ცეცხლი მკვახედ გუგუნებს,დედა მწვადს სწვავს, “ნანა ვარდოს” დუდუნებს;ბოლთის ცემით მამა ტკბილად ღუღუნებს;ბუხრის ძირას ბებია ზის, წუწუნებს;მის კალთაში კატა ნაზად კრუტუნებს.
IIმოკვდა მამა. ქარი ისევ ზუზუნებს;ჩვენს ბუხარში წვიმა ჩამოჟუჟუნებს;დედა ტირის, ბებო ძილში წმუკუნებს;კატა კნავის, ძაღლსა შიან, წკმუტუნებს;ჩვენი თამრო წიგნს არ სწავლობს, სლუკუნებს,ბებია-კი ჯავრობს და უზმუკუნებს.