პოეზია · ლირიკა
აღსდექ, მწერლობავ
დაჟანგდი, ხმალო, ჩასველდი, თოფო,წავიდა თქვენი დრო და დღეობა,აღზდექ, მწერლობავ, და გაგვიწიემოსამართლობა, ძმობა, მზეობა.
გაჰქრი, მტერობავ, ჩაძაღლდი, შურო,დღეს დრო დაგვიდგა განათლებისა,აღზდექ, მწერლობავ, და ამოფხვერიყოველი თესლი ბოროტებისა.
მოკვდი, სისაწყლევ, შორს უმეცრებავ,თქვენ ჭირად გაჩნდა მეცნიერება,აღზდექ, მწერლობავ, და მოგვანიჭეცოდნა, სიმართლე, ბედნიერება.
ნუ გრგვინავ, ცაო, ნუ სჭექავ, მეხო,თქვენგან არ ძრწიან სიმართლის მტერნი,აღზდექ, მწერლობავ, და ამომუსრეორ-ფეხა მგელნი და ჭია-მტვერნი!..