↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოცნების ქოხებს

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22158 ნახვა

—
ჩემი ოცნების ქოხებს,მთვარის ვახურავ ყავარს,ვსვამ გემრიელს და ოხერსჯოჯოხეთივით ყავას.დროს გრძნეულივით ვსინჯავ,რომ სასწაული ვნახოდა ფაიფურის ფინჯანსძველი რომივით ვამხობ.მონას, მეფეს თუ ბელადს,შვენით მგოსნების ალყა,სახრჩობელაზე ყველადროის ნერონი ამყავს.მუზის უბადლო ცაო,შენც აგამაღლა დრომა,დიდი მადლობა ძმაო,ფიქრის უფლება რომ მაქვს.
ვხუჭავ თვალებს და... ვბედავასე რას უნდა გავხდე,რა ეშველებათ ნეტავფიქრში დამხობილ ტახტებს.
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი