↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რატომ?

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22157 ნახვა

—
მიდის ლაპარაკობს ხმამაღლა,ქუჩა მზიანი და ფართო,ჩემი არაფერი არა ხარ,მაინც შემოგხარი, რატომ?იცის ფოთოლმაც და ბალახმაც,მე კი რანაირად გკადრო,ჩემი სასურველი არა ხარ,მაინც მესურვები, რატომ?შენი ჟრუანტელს ჰგავს დანახვა,ტკივილს ვეღარავის ვანდობ,ჩემი დანიშნული არა ხარ,მაინც ვეჭვიანობ, რატომ?სული საოცრებამ დანაღმა,ქუჩა მზიანი და ფართო,ჩემი სიყვარული არა ხარ,მაინც მენატრები, რატომ?
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი