პოეზია · ლირიკა
მანანა და ლალი
ნოდარ დუმბაძე 1928–1984
ლალი, ლალი, ჩემო ლალი!რაო, ჩემო მანანა?ეს თოჯინა დედაშენმაჩემთან გამოგატანა?რასა ბრძანებ, ქალბატონო!არ გათხოვებ არასდროს,გინდა ისევ გააცივო,ისევ სურდო დამართო?რადგან ასე მეუბნები,რადგან ასე მაჯავრებ,დამიბრუნე ჩემი ვაშლი,მე რომ გუშინ გაჭამე.არაფერიც, არაფერიც,არაფერსაც არ მოგცემ,იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს,ლოყაზე რომ გაკოცე?მე რომ წიგნი მოგიტანეკარგი წასაკითხავი?..მერე მე რომ მოგარჩინე,ექიმი რომ ვიყავი?ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე,სულ არ იცი თამაში,გახსოვს, მე რომ მოგეხმარეკანფეტების ჭამაში?მერე მე რომ შენს თოჯინასგავუკეთე ნემსები?!მერე მე რომ წაგიკითხედიდი, გრძელი ლექსები?!როგორც ვხედავ, ქალბატონოუმადური ბრძანდები,დაგავიწყდა, გუშინწინ რომგამომართვი ბაფთები?არც თოჯინა მინდა შენი,აღარც შენი ვაშლები,ბუტე, ბუტე, გაგებუტე,აღარ გეთამაშები!