პოეზია · ლირიკა
გულო!
ვინ ხარ.. იდუმალი ტკივილებისთავსასთუმალი თუ მოტრფიალე,ღმერთო, რამდენი წელიწადიგიფრთხილდი, მაინც ვერ მოგიარე.ვცდილობდი სხვის ჯიბრზე არ გვეცხოვრა,შეძლებისდაგვარად აგარიდეშიში, შური, ზიზღი, უზნეობადა ვატყობ, მაინც ვერ დაგინდე.ხარ ტკივილიანი და მომღიმარე,თბილი,მგრძნობიარე და კეთილი,მაინც ათასჯერ ჩაგვიტარესდაუნდობლობის გაკვეთილი.ახლა ვატყობ,შენც რომ მიღალატე,მკერდქვეშ ხშირ-ხშირად ფორიაქობ,სიცოცხლის ბოლო სიმთან მიყვანამდენუ მივლი გან-გან და შორიახლოფიქრებად,რომელთა მსგავსებაშიც -ტკივილები მძაფრად ახლდებიან,მზერაში, სულსა და არსებაშიწამის გაუცდენლად სახლდებიან.ვატყობ, ეს ტკივილი არსად წავა,(წლები მიქრიან და...თუნდ იარონ!)აღარც სურვილი მაქვს, აღარც ძალაგეფერო, გიფრთხილდე, მოგიარო...უკვე სააქაოს ინტერესითანისთანადობით მეკარგება,შორი ცა - უმშვენიერესი,სამოთხის ფერებად მექარგება.(მინდა, მოთმინება შენც გყოფნიდეს,)არ ვარ ძველებურად ფეთიანი,რას იზამ, უეცრად რომ მომინდესცათა ბილიკებზე ხეტიალი?!