↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

და იწყება

ქებურია ბელა

2026-07-181 წთ საკითხავი5068 ნახვა

—
და იწყება მიქცევა... ყველა ხე წაიქცევა,ველოდები სამყაროს მიმო-მიმო-მი-ქცევას...რა მძაფრად ვგრძნობ ჩემს სულში, რომ მტკივანი ნერვი ძევს...და იწყება მიქცევა... და იწყება მიქცევა...დაიწყება მიქცევა ნელ-ნელა და ზენიტზეისე ადის , გადადის ბგერა-ბგერა,ნოტი-ნოტ,ასო-ასო, ტოტი-ტოტ...თითქოს სურდეს, სამყაროს ჩემი ცრემლი მოჰფინოს....და იწყება მიქცევა, ღამღამობით იქცევა...ცამეტივე სვეტი და ცამეტივე საყდარი,ვიცი, ბეწვის ხიდზე ვარ! ვიცი, ნერვის წკიპზე ვარ...რადგან ვხედავ – რაც იყო და...(სამწუხაროდ), რაც-არი!სული... სული ფრთამალი... ხან ფხიზელი, ხან მთვრალი,სისხლად მიმომავალი... ვხედავ, ისე დამძიმდა,თითქოს შიგნით გაწვიმდა და მეწყება კოლაფსი,რადგან ვერ ამოვფრინდი ხორცის სარკოფაგიდან...ვდგავარ ოკეანესთან, ცოდვის ოკეანესთან...მიიქცევა... იქცევა... ქცევა... ევა... და ვაი,უზარმაზარ ფესვებით, რკინის მძიმე რელსებითმი-რახ-რახ-რახ-რახ-რახებს და... მაფხიზლებს ტრამვაი.
ქებურია ბელა

ქებურია ბელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი