↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაგიბრუნდები

ქებურია ბელა

2026-07-182 წთ საკითხავი3557 ნახვა

—
ვგრძნობ, მთვარის სევდით-იდუმალით,მევსება მზერა,ვგრძნობ, რომ გამეხსნა მტკივნეულიძველი იარა,ცას შერჩენიაცისარტყელას ფერები ჯერაც,თუმცა გრიგალმა და წვიმებმაგადაიარა.ტახტებს და სკიპტრებსძველებური წაუხდათ ხიბლი,დანგრეულია (სამუდამოდ!)სემირამიდაც...სიცოცხლე, მართლაც,მითიური რაშივით მიქრისდა აღარ ვიცი, ამის შემდეგ,შენგან რა მინდა.იცვლება დრო დამისტიურად იცვლება ჟამი,გახუნდა ფერიატლასების, აბრეშუმების...აუჩქარებლად,დედოფლური კაბების ჩქამით,ვიცი, ხილვებშიუსათუოდ დაგიბრუნდები...მახსოვს ის ბაღი... მე ვიყავიშენს გვერდით მაშინ...თითქოს ჩამესმის ღვთაებრივიხმა ფლეიტათა,ვიცოდი, სიომარაოთა მხიარულ მარშის,შინაბერათა ქირქილსა დაჭორს მოიტანდა.ვიოლინოთ ხმა ჟრუანტელით,ცახცახით მავსებს,მიახლოვდები...გამიტაცებ წრეში ძალუმად,მთელი სამყაროს სიდიადე,სინათლით სავსე,შენს თბილ მზერაშიანდამატად შემოპარულა.გამოვერკვიე...მაღალ სვეტებს ავხედე ფიქრით,ცივ საფეხურებს...აქ ვიყავით,ოდესღაც ალბათ...მე თვალწინ მიდგას ყოველივე,მახსოვს ის ფიციც...და თბილ ხელებში მოცახცახეატლასის ბაფთა.მერე რა მოხდა?!დაიბინდა ღრუბლით ყოველი,მახსოვს კარეტა...დამბაჩები და დუელები...როგორც სიზმარი ან ტკივილიანაზდეული...უბეში ბაფთა სისხლიანი...ცივი ხელები...ო, თუმცა კმარა!ვგრძნობ, ჩემს გვერდითისევე შენ ხარ,კი არა ვფიქრობ,უთქმელადაც ვხვდები და ვიცი!რა მხურვალე გაქვსბაგე, სუნთქვა, გული და მზერადა მეც გაგებებღიმილიან ცრემლების ციმციმს.ო, ისევ ისე ძველებურადგიყვარდე მინდა,იმ მოუთოკავ გახელებითდა მგზნებარებით,როგორც ოდესღაც...მაგრამ ვხვდები,უფლის თბილ ხელებს,რომ ამჯერადაცმე უშენოდ მივებარები.
ქებურია ბელა

ქებურია ბელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი