↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქართველ ხელოსანს

რობაქიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი8522 ნახვა

—
სალამი სონეტი
შენს წინ იშლება საქართველოს ჭალათა თასი:შიგ აკვეთილი ბედისწერის მძიმე კვალები,და იღვიძებენ შენში ძველთა შმაგი ხელები,მაგრამ განელებს სილამაზით სიტყვა შოთასი…
შენ გესხურება ხელოვნების ტალღა ათასი,გარს გეხვევიან ზურმუხტოვან ტყეთა ალბიენთები ტრფობით ალესილი, თან იალები.და მხრებს გიმშვენებს მოსასხამად ცეცხლის ატლასი.
ფიქრმორეული ამართულხარ კლდის ნაპირებზე,ლოდინით ჰკვეთავ, ავარვარებ ყოველ ალიონს.და როს ნილლებში აიჭრება ტურფა პირიმზე,
ჟინით დამწვარი გადასძახებ მუქარას რიონს;ხედავ, იქ შორით მოელვარებს თეთრი მხედარი,ის დაჭრილია. მაგარმ მაგრამ გმირი მაინც მხნედ არის.
რობაქიძე გრიგოლ

რობაქიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი