↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფრანგ პოეტს

რობაქიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი8522 ნახვა

—
შენი გენია მეტეორის ალმა გაჰმურა.სიგიჟის ხორბლით ავსებ მარად ქვეყნის ხვიმერებს.ღამის სოროებს დასტრიალებ როგორც ღამურა.ავხორცი ტვინით ბუდეს უნგრევ ყვითელ ქიმერებს.
ტანამღვრეული ეშურები მაცდურ აშარას.ლუესის წვეთით გიხელდება ბნელი დიანოს.აპოკალიპსის ცხენს აუბამ ლექსის ავშარას.ხერხემლით ჰშიშობ: განკითხვის დღემ არ იგვიანოს.
თეთრად ათენებ: თავს გესხმიან ავი ბოდვები.ბნედა გერევა მიწის წყლულის ხილვით გაოსილს,დამხრჩვალ კატებში გაოგნდება მთვარის ცოდვები.
პირზე გაშრება ცოფიანი დუჟი ქაოსის.განთიადისას ლორწიან ტუჩს მზის ძაღლი გლოკავს.შენს სონეტებში გადარევა შეკრული როკავს.
რობაქიძე გრიგოლ

რობაქიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი