პოეზია · ლირიკა
წმინდა ნინო
ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,ჩვენ, დანებულნი და გულახდილები,შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.
მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან,გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია –ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდანდა ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე.
ღვთიური ტკივილი და არა – წამებაიყო აქ, გვითხრობენ ამას ჩვენ მამები.არ გვინდა, დედაო, სხვა ჯვარი ბერწების,არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასხლევი!ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწამის –ტოტებს აიყრიან მეტი გახელებით,როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით.ქალწულო ნინო, ათასჯერ გვენახე!შენ გეალერდება დედული ვენახი.ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნებისხვა როგორ ვიგულვოთ აქ შენი ნაცვალი?ზვარში რომ გაივლი, ჩაყრილი მტევნებისმზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი.შორითგან გიყურებს, ავს რომ აგაშოროს,ხმალამოღებული მზევაჟი ლაშარი.ის არის ივერის მცველი და მზვერავიდა ჯვარს ვაზისას წაართმევს ვერავინ!
ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები,შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები.მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებითდა ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით.
დაო და დედაო,ღვთისმშობლის დობილო,ვართ შენზე დანდობილიდა შენი შენდობითარ გადავშენდებით!