პოეზია · ლირიკა
გეომეტრია დამწყებთათვის
გაკვეთილი პირველიტეხილი.ხანდახან მეჩვენება,რომ ვმოძრაობ ტეხილზეტეხილი არის კუთხე დინამიკაშიყოველი ხაზი ქმნის კუთხესკუთხე კი საშიშიასწორედ იქ იციან ჩასაფრება წვეტიანმა აზრებმამე მინდა ვიმოძრავო წრეზე.
გაკვეთილი მეორე
კვადრატიაიღე სიშავე,დახატე კვადრატი. (გვერდები უცქერენ ერთმანეთს, უსაშველოდ ერთნაირები)დანარჩენი გააფერადე თეთრადმალევიჩი.კვადრატი უნდა იყოს მხოლოდ შავი
გაკვეთილი მესამე
წრფეიქნებ ჩვენ მხოლოდ პარალელური წრფეები ვართყოველთვის ვგრძნობთ ერთმანეთის არსებობასდა ვერასდროს ვკვეთთ ერთმანეთს.
გაკვეთილი ბოლო:
(სხვა აღარაფერია სასწავლი)წრეთუ ღმერთი მოხუცი და თეთრწვერა არაა, ის წრეაწრე არის სიმშვიდე, არსაით წასვლის სიმშვიდეწრე არის ცოდნა იმისი, რომ ყოველთვის ბრუნდები იქ, საიდანაც იწყებ.წრე არის კერა.სითბო ვრცელდება წრეში.წრე არის სიცოცხლე