პოეზია · ლირიკა
შაშვზე დაკვირვება ცამეტი კუთხიდან (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი))
Iთოვლით დაფარულ თორმეტ მთას შორის,შაშვის თვალები იყო მხოლოდმოძრავი არსი.IIსამად გამეყო ცნობიერება,ხის მსგავსადსამი შაშვი რომ იჯდა.IIIშაშვს შემოდგომის ქარაშოტი აფარფატებდა.ეს იყო ციცქნა მონაკვეთი უხმო სპექტაკლის.IVქალი და კაციარის ერთარსი.ქალი კაცი და შაშვიარის ერთარსი.Vმე აღარ ვიცი რა ავირჩიო:მშვენიერება ხმის სინარნარისთუ სილამაზე ხმაში დაფლული,შაშვის გალობათუ შემდგომი გარინდულობა.VI
ველური ყინვით ლოლუებმა დაფარეს მინა.შაშვის აჩრდილი ჯვარედინადმოედო სარკმელს.განწყობა გაჰყვაფეხდაფეხ აჩრდილსროგორც მიზეზი ამოუხსნელი.VII
ჰოი, ჰადემის გალეულო მამაკაცებო,ნეტავ ვიცოდე რად ოცნებობთ ოქროს ჩიტებზე?ნუთუ ვერ ამჩნევთვით დაფრენენ შავი შაშვებითქვენს შორიახლო მოსეირნე ქალების ფერხთით?
VIIIვიცი თუ როგორ ვისაუბრო კარგი გამოთქმით,ნათლად უბრალოდ მიგნებული კარგი რითმებით,მაგრამ ხომ ვიციშავი შაშვია მოზიარერაც კი რამ ვიცი.IXროდესაც შაშვი მიიფარა თვალთახედვიდანზღვარი გაავლომრავალთაგან ერთ-ერთი ციკლის.Xთვით ევფონიის მეძავებსაც კიუკმეხი ხმები აღმოხდებოდათ,რომ დაენახათ შავი შაშვებიმწვანე ნათელში როგორ დაფრენდნენ.XIის მოდიოდა ქონექთიქუთიდანშემინული დიდი კარეტითდა უხმო შიში ჩაეჭრა გულშიროცა ჩათვალა ეტლის ჩრდილიშაშვის გუნდებად.
XIIმდინარე მისჩქეფს.ვალდებულია იფრინოს შაშვმა.
XIIIმთელი შუადღე იყო მიმწუხრი.თოვდა და თოვლიფიქრობდა მოსვლას.შაშვი კი იჯდაკედარის ტოტზე.