პოეზია · ლირიკა
სიზმარი
სიზმარი ვნახე - თავს მედგაგაშლილი შარავანდედი,არც არაფერი მტკიოდა,მაინც ვიძახდი - ვაჰ დედი!
ძილში წუხილი თუ ჩამყვა -ცხადში ვერ ამოსათქმელი,აღსარება ხომ ვუთხარი,მაშ რაღა დამრჩა სათქმელი?
იქნებ ეშმაკი შემიჩნდა -მთხოვდა მეგზურად ვხლებოდი,ავ საქმეს მარტო ეშმაკიცვერ ახერხებდა ვხვდებოდი.
ღმერთო! მადლობა, შევძელი -ძილისგან თავს მოვრეოდი,ლოცვა გითხარი შენდობის,ცოდვაში გამოვრეოდი.
რა ხასიათზე დავდექი -მსურდა თავს გავრიდებოდი,კაცის სირცხვილი თორემაცრემლებად დავიღვრებოდი.