↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფრთები რად გინდათ პოეტებო?

ფირცხალაიშვილი ზაზა

2019-06-121 წთ საკითხავი765 ნახვა

—
ფრთები რად გინდათ პოეტებო, ცაში რას ეძებთ?თავს რად იტყუებთ, სიმაღლისა არ გქონდეთ შიში,რატომ გგონიათ არდადებით მიწაზე ფეხის,მზესთან ახლოს ხართ და ამიტომ სხივისგან იშვით...
ფრთები რად გინდათ პოეტებო, ისედაც შეძლებთ,მზე თუ ვერა და ღამ-ღამობით აინთოთ მთვარე,მიწაზე დარჩით, სანამ სიტყვა ლექსისთვის გეძებთ,მერე დაბერდით და ჭაღარა სტროფები თვალეთ...
და თუ ფრენაა, მაშინ მოდით იფრინეთ უფრთოდ,ატყდება ფრთები ანგელოზსაც - გსმენიათ ალბათ,თქვენ ხალხს სჭირდებით პოეტებო უფალზე უფრო,ფრთები რად გინდათ პოეტებო, დაეშვით დაბლა!!!
ფირცხალაიშვილი ზაზა

ფირცხალაიშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი