↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიყვარულის გეომეტრია

ფირცხალაიშვილი ზაზა

2018-06-121 წთ საკითხავი758 ნახვა

—
გვქონდა პირობა მიცემული ერთმანეთისთვის -გვსურდა შეხვედრა, უფრო მეტად ჩადენა ცოდვის.ინსტიქტებს ვენდეთ -და ასეთი პირობა იყო:A და B პუნქტებიდან ჩ პუნქტისაკენერთმანეთის შესახვედრად და ასე შემდეგ...
ჰოდა, ჩვენც შევხვდით -დათქმულ დროს და ზუსტად ჩ პუნქტში,(ასეც ვიცოდი) -ჩ პუნქტია შუა წერტილი!A და B ბოლო წერტილები გადავდეთ გვერდზე,ჩამოვაფარეთ რიდე სარკეს,რომელიც ადრე გვირეკლავდა ცალკე პუნქტივითდა მას შემდეგ ამაოდ გვეძებს.ჩვენი სუნთქვის დიალოგის გავუშვით ტიტრიდა დავრჩით ჯამი: ერთს + ერთი,ორის ვალსი... ისე მოვეშვით, ახლაც ვარკვევთ ,თურმე რამდენ ხანს გვიძებნია საერთო რიტმი.
მოცემულობის თანახმად კი დაგვრჩა შემდეგი:ჩ პუნქტიდან A და B პუნქტებისკენ და ასე შემდეგ...
კითხვის დასმამდე თავს ვიკავებთ, მერე კი ვხვდებით:პასუხებიდან რომ არცერთი არ არის სწორი!
პუნქტი A და B, ვცხოვრობთ ცალ-ცალკე,სახლები მშვიდი, მთვარე მოხრილისანამ დრო არის - ცოტა მაცადე -ჩ ქოხს ავაგებ ერთად ყოფნისთვის!
ფირცხალაიშვილი ზაზა

ფირცხალაიშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი