↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი ბრალია

ფირცხალაიშვილი ზაზა

2026-07-181 წთ საკითხავი390 ნახვა

—
ვბრუნდები ისევ,აჩქარებით,არ ღირდა მოცდა...თან დარდი მომაქვსმერამდენედ (მოჭრილი ხელის),ზღვასავით ღრმაა ნუგეშიო - მასწავლე,თუმცა,არ შემიძლია,მეშინიათვალის გახელის.დავდივარ,(დ)ახლებსშორისია ახლა ქალაქი,სახლთან ვარ თითქოს,თითქოს ვარ და სხვაგანაც მოვხდი,სად არის ჩემი ქუჩები და ჩემი ბავშვობა?სად არის ჩემი -სასახლეზე ლამაზი ქოხი?ეგუებიან ავკაცები დროის ამინდებს,აივნებიდან თვალს მიკრავენ უცხო ქალები,სადღა მაქვს ნერვი,საკუთარ თავს თვალებს ვარიდებ,და ფიქრი მსეტყვავს ცოდვასავით ვერტიკალებით.ჩემი ბრალია -დაგტოვე და ვერ გიპატრონე,შენი ბრალია -გამიშვი და იქნებ პირიქით,აქ თითო-თითო გადარჩენილ კადრებს ვაგროვებდა ზღვისკენ მიმაქვსშერჩენილი ბოლო ბილიკით…
ვერ მოგისწარი, მორჩა!სადღაც სიზმარში მოვხდი,ჩემი საწყალი ქუჩა...ჩემი ლამაზი ქოხი..
ფირცხალაიშვილი ზაზა

ფირცხალაიშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი