↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დოღში სწორებთან

მოსაშვილი ილო

2011-04-121 წთ საკითხავი224 ნახვა

—
ვარ კალმახივით გაჟანგული არაგვის ქვიშით,დღეს ალაზანმა ცხელი მკერდი გადამილამა.ბედი შემება და წაქცევა ჩემი ილამა,მაგრამ მთებისკენ მიმაქანებს ამაყი ჯიში.შეუპოვარი მყავდა მამა და დედა მწყემსი,ეხლაც ბუხართან მეგონება ცოლი დევისა.ბევრი მიზიდავს მეც ღრუბელი ლეკის მთებისადა ღამე ნაბდის ნაგლეჯივით მგდებია მხრებზე.ფშავსა და ქიზიყს ვაქორწინებ, როგორც ჯილაგებს,როცა დოღიდან საქართველოს მოვუტან ბაღდადს,ჩემი დროების სიხარული გულს გამილაღებს.ამ გზას მივენდე, ვთქვი სიმღერა მზის ჰანგებიდანდა თუ მოვტყუვდი ან გულისთქმა არ გამინაღდდა,უფსკრულებისკენ! _ გაფრენილი უზანგებიდან.

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი