↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სვანების ლოცვა წმინდა გიორგის ხატთან

საღლიანი ვალერიან

2013-05-121 წთ საკითხავი543 ნახვა

—
გვიმრავლე, სახიერო, ქუდოსანი,ბრიალა ლამპრების ამნთები...ვფიცავთ, არაა უნდო სვანი,მხოლოდ მტერს არ ინდობს ამ მთების...ღირს გვყავ სიმაღლეთა მთებიერის,გვიყმე, გვიმსახურე, შეგვეწიე,აღარ დაგვიმეხო ფრთები ერის,ყველგან მფარველად და მზედ გვეწიე...თუ გვკლავ, მოგვაკვდინე მამაცთ ხვედრით,ზეცად აღავლინე ლოცვა ჩვენი,ხიფათს აგვარიდე ამას გვედრით,წყლული მოგვირჩინე მოსარჩენი...ღაღადყავ ზეარსთა საბრძანისშიმიწის ვედრება და აჯა ჩვენი,მშვიდობით გვატარე ქარში, ნისლში,გვენდე და ჩვენ ვიცით დანარჩენი.გაგვიღე უფლის სანათელო,გვიმრავლე კეთილი მოსარჩლენი.იხსენი დედა საქართველო,ჭირი მოურჩინე მოსარჩენი.
საღლიანი ვალერიან

საღლიანი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი