პოეზია · ლირიკა
როშკასთან
როშკასთან ცივი ნიავიქალივით კოცნას შემპირდა,მზეც აღარა სჩანს აღარსად,გამრღვევი ღრუბლის ჯებირთა.აღარცერთს აღარ დავუცდი,ლამაზო, შენის ჯიბრითა,ქარაფში ჩავიჩეხები,ქვიშას ჩავიტან ჯიბითა.თმას ჩანჩქერ გადამივარცხნის,მამირთავს ვერცხლის შიბითა,რაისად მოვკვდი? _ გპასუხობ:არ გიყვარდი და იმითა.