პოეზია · ლირიკა
შეძახილი
არ დავიღლები, სანამ გული ფეთქავს ვერანიდა ეხეთქება სხეულის კედლებს.არ დავიღლები, დამაჩოქებს ვიდრე ვერავინ,ვიდრე ეს გული საგულეს ეძებს.არ დავიღლები, ყავლი გასვლიათუმცა ზღაპრებს და იგავ-არაკებს,არ დავიღლები სანამ სიკეთედა სიყვარული მალაპარაკებს.არ დავიღლები იმაზე ადრე,ვინც ჩემს დაცემას ნატრობს და ცდილობს,არ დავიღლები, ვიდრე ამყარებსრწმენა სამყაროს და ძვალი რბილობს.არ დავიღლები, ვიდრე მექნებანიჭი დათმობის, ნიჭი შენდობის,ვიდრე მიგრძვნია და შემწევიამადლი მცხეთის და ალავერდობის!და ვიდრე ვცდილობ, ახდეს ოცნება.ვიდრე მზეს ვეძებ ხელის ცეცებითარ დავიღლები, ვიდრე ვუყვარვარ,ვიდრემდე მიყვარს, არ დავეცემი!