↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მესხეთი

სვიმონიშვილი პაკო

2013-05-121 წთ საკითხავი179 ნახვა

—
თაკარა მზეში შლის სამხრეთი სივრცეთა ხალისს,ველზე შეიხდენს ცხელი ზეცის კრიალს სოსანიდა სინანულში დამწვავს გზნება მარად ახალის,ცივ მდინარეზე გადაივლის გვირგვინოსანი.და სიღრმეებში მიმოიძვრის სული კალმახი,შუქი ვერასდროს გააშიშვლებს თევზის ნაირფერს,თუ ღამეების წყვდიადს ფრთხილი კალამი ახლე,ის ხელთუქმნელი ვარსკვლავების ოქროს დაიფრქვევს.ისევ ჩამღერალ ჩქერალს ჩავჭრი ბასრი ფარფლებით,ბედს დავუსხლტები, იოლ ფონს არ დავეშურები,სიტყვა ლითონის ცეცხლით სხმაში დანაფერფლები,წამლეკავს თვალის ისრიმი და ბუდეშურები.

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი