პოეზია · ლირიკა
უფლისციხე
უფლისციხე, უფლისციხე,უფლისციხის უფალი ვარ,აქ წარსული მაშვერს ცივ ხელს,წუთისოფლის სტუმარი ვარ.
ცა სიმაღლით გადაღლილი,ცა შორო და ცა მართალი,ნეტავ საით გადახრილასასწორი და სამართალი.
აქ იმდენი ფრესკებიადა ფერების რია-რია,რაც გონჯია _ ქვესკნელს მიაქვს,კარგი _ სულის ზიარია.
სული ვერვინ ამიმღვრია,ბუდე ვერვინ ამინგრია,ჩემი ხელით საკუთარიუფლისციხე ამიგია.
უკვდავებად წუთიც მყოფნის,ცხელი გული უფრთხის ცივ ხელს,სტუმარი ვარ წუთისოფლისმიხმობს ჩემი უფლისციხე.