პოეზია · ლირიკა
*** "შენ მაღალი ხარ"
შენ მაღალი ხარ და ჩემი ხმებიიკარგებიან სადღაც ჩვენს შორის...მე მათ ნამტვრევებს ვპოულობ მერემზეში, წვიმაში, თოვლში ან ქარში.
ასე აეწყო ჩემი ცხოვრებადა ამის მერე ჩემი ცხოვრებაარ გაზომილა წელიწადებით.
მე მას ვზომავდი მხოლოდ იმ თრთოლვით,მხოლოდ იმ შიშით და აღტაცებით,რითაც სავსე ვარ შენგან და შენთვის.
მე შენს ქუჩებში და მოედნებზეგავზარდე ჩემი სული და თვალიდა ამ ქუჩებში და მოედნებზევდგავარ უსაზღვროდ შეყვარებული.1960წ