პოეზია · ლირიკა
ალბათობის თეორია
ყოველთვის, როცა ვდუმდი თუ ვწერდი,ოცნებად მქონდა ლურჯი ცის თემა.ჩემში იკვრება სამყაროს წრედიდა ურთულესი მე ვარ სისტემა.ალბათობაა სიცოცხლე ჩემიდა მარტოოდენ ვარაუდი ვარ.მე ამოუხსნელ ფორმულად ვრჩებიდა ვარაუდებს ვერ ავუდივარ.ცხოვრება თავის ნებაზე მარწევსღმერთის მორჩილს და ბედთან მორკინალს,სინდისის მძიმე უღელი მაწევს,პატიოსნება მადევს ბორკილად.მხოლოდ მადლი მწამს ქვეყნად, ღმერთმანი,და გული ცოდვებს უფრთხის კეთრივით,მუდამ ებრძოდა ჩემში ერთმანეთსკეთილს ბოროტი, ბოროტს კეთილი.სიცოცხლე, როგორც მხურვალე ლოცვასულის და ხორცის ამარა რჩება,თავისუფლება ბუნებამ მომცა,მაგრამ წამართვა მოყვასმა ჩემმა.საწუთრომ ესეც არ მამყოფინადა შემაჭიდა ფიქრებს გოლიათს.თურმე ცხოვრება ის არ ყოფილა,ერთი შეხედვით ჩვენ რომ გვგონია.ო, რა გულგრილად მიქრიან წლები,ჩემი ფიქრებიც თითქოს სხვისდება.ისევ იკვრება სამყაროს წრედი,ისევ მაწვალებს ლურჯი ცის თემა.