↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პირამიდები

ართილაყვა რევაზ

2016-06-121 წთ საკითხავი941 ნახვა

—
საეჭვოდ დუმან პირამიდები,ჯიუტად დუმან პირამიდები,დუმან პირქუში პირამიდები,პირდაპირ პასუხს პირამრიდები.ვარ მითებიდან ამონარიდი,ხარბად ვისრუტავ ფიქრთა ნიკოტინს,მთას მიმაჯაჭვეს ამირანივითდა ყვავ-ყორანი გულღვიძილს მიკორტნის.მე უნებლიეთ ლანდი დავლანდეცაში თამამად აჭრილ ორბების,კაცობრიობის ცოდვა და მადლიმატყვია, როგორც ნაჭრილობევი.მონადირენი საფარში სხედან,აფრთხობს მწევრების ყეფა ნადირებს,მე კი შემომრჩა მსოფლიო სევდაამ ცხოვრებისგან ყოფანატირებს.ჯიუტად დუმან პირამიდები,საეჭვოდ დუმან პირამიდები,დუმან პირქუში პირამიდები,პირდაპირ პასუხს პირამრიდები.მე უნებლიეთ კვალი დავკარგეცხელ უდაბნოში გაჭრილ ლომების,კაცობრიობის ავი და კარგიმაჩნია, როგორც ნაჭრილობევი.ვარ საზრუნავით სავსე ყელამდე,სამყაროს ბედი მე მაბარია.მე მიმადლიან ქვეყნად ყველაფერს,ქვეყნად ყველაფერს მე მაბრალიან.არა, არ ვითხოვ ბოდიშის მოხდას,რაცა ვარ, ეს ვარ, რაც მთავარია.ჩემი ბრალია, ქვეყნად რაც მოხდადა რაც არ მოხდა _ ჩემი ბრალია.სულის სიმშვიდეც და ამბოხებაცგაისმის, როგორც მძიმე ბრალდება,რაც მოხდება და რაც არ მოხდება,სუყველაფერი მე დამბრალდება.დუმან პირქუში პირამიდები,საეჭვოდ დუმან პირამიდები,ჯიუტად დუმან პირამიდებიპირდაპირ პასუხს პირამრიდები.
ართილაყვა რევაზ

ართილაყვა რევაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი