პოეზია · ლირიკა
იმერეთს
მთვარე დამწიფებულათითქოს,ერთი შეხედვით,ბროწეულის ტკარცალით,ელავდაიმერეთი.შიშხინებდნენ შინდები,ტუჩებ-დაშაშხულები,მზის სხივი იბუდებდაოჟალეშის უბეში.ფაცხას, ამის შემყურეს,ედგა ელეთ-მელეთი,შემოდგომამ ჭყვიშთანოდაიბანა ხელები,დადიოდა რიონიწითელ-ყვითელ ფერებით...მთვარე დამწიფებულათითქოს,ერთი შეხედვით.