↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დღე ეს იყო

ლებანიძე ფიქრია

2013-05-121 წთ საკითხავი598 ნახვა

—
დღე ეს იყო, კარგად მახსოვს,
ქარმა გზა რომ დაგვირბია...
ოღონდ თოვლი ბევრჯერ გალხვა,
ბევრმა წყალმა ჩაიარა,
დრომ თავისი გაიტანა,
სათვალავი ამერია,
მერამდენე წლისთავია
მე და შენი განშორების
იმ ქარიან დღის!
გზად, რომ შემხვდე, ალბათ უკვე
ძნელად გიცნობ, _
მწყინს...
როგორც იმ დღეს,
გზებს გისურვებ უკეთილესს,
როგორც იმ დღეს, დღესაც ქარი
ნაცრისფერი
ქრის...

ლებანიძე ფიქრია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი